Infographic: პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია
დიდი რეზოლუციით სანახავად დააკლიკეთ აქ |
პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ უარი თქვა რესპუბლიკის პრეზიდენტის ნაბოძებ ორდენზე. იგი გახდა რევოლუციური ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო მსაჯული. ...მან უარი თქვა სამუდამო პენსიაზე, ომის შემდეგ რომ დაუნიშნეს, ღრმა მოხუცებულობამდე ოქროს თევზებში აღებული ფულით ცხოვრობდა.
... პოლკოვნიკი კვლავ თავის მარტოობასტან დარჩა პირისპირ. მაშინვე ცირკი გაიხსენა და ცირკზე ფიქრებშივე გართულმა მოისაქმა წაბლის ძირში, მაგრამ უცებ უღონობა იგრძნო, თავი მხრებში ჩარგო, შუბლით ხეს მიეყრდნო და გაირინდა. მხოლოდ მეორე დღეს გაიგო ოჯაღმა მისი ამბავი. დილის თერთმეტ საათზე სანტა სოფია დე ლა პიედადი ნაგვის გადასაყრელად გავიდა უკანა ეზოში და დაინახა, წაბლის ხისკენ ორბები მიფრინავდნენ.
გამომცემლობა „მერანი“, 1984 წელი