Infographic: ანუშკამ უკვე იყიდა ზეთი და დაეღვარა კიდეც

დიდი რეზოლუციით სანახავად დააკლიკეთ აქ
ხელმოსაჭიდის ძებნაში ბერლიოზი გულაღმა ამოტრიალდა, ქვაფენილს ძალუმად დაჰკრა კეფა და ისღა დაინახა, მაღლა, მარჯვნივ თუ მარცხნივ ოქროსფერი შეჰპარვოდა მთვარეს. თავზარდაცემულმა ფეხები მოკუნტა, შებრუნდა და დაუოკებელი ძალით მისკენ მომქროლავი ვატმანი ქალის სიმწრით გადაფითრებული სახე და წითელი თავსაფარი დაინახა. ბერლიოზს არ უყვირია - ირგვლივ ქალების განწირული ხმით აკივლდა ქუჩა.

ვატმანმა ელექტრომუხრუჭი ჩამოქაჩა, ვაგონი, თითქოს ცხვირით ჩაესო მიწას, იმავ წამს შეხტა და ფანჯრებიდან ხმაურითა და ზრიალით ჩამოშვავდა მინა. ბერლიოზის ტვინში ვიღაცამ განწირულად იკივლა - „ნუთუ?“ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაიელვა მთვარემ, ნაწილებად დაიმსხვრა და ჩაქრა.