Infographic: ოლდოს ჰაქსლი - საოცარი ახალი სამყარო

დიდი რეზოლუციით სანახავად დააკლიკეთ აქ
ასე მგონია, ჩემი თავი ვიპოვე, გესმის რას ვგულისხმობ? აქ უფრო დამოუკიდებელი ვარ და არა საზოგადოებრივი ორგანიზმის უმნიშვნელო უჯრედი, შეუმჩნეველი ნაწილაკი. შენ არ გაქვს ასეთი განცდა, ლენინა? როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი? რატომ არ გინდა საზოგადოების უჯრედი იყო? ბოლოს და ბოლოს, თითოეული ხომ ყველასთვის მუშაობს. 

ჩვენ გვჭირდება ყველა. სარგებლობა ეფსილონებსაც კი...- ვიცი, ვიცი, - დამცინავად თქვა ბერნარდმა. - სარგებლობა ეფსილონებსაც კი მოაქვთ! და მეც! მიმიფურთხებია ამ სარგებლობისთვის! ამ გაუგონარმა ფორდის გმობამ ლენინა გააოგნა. - ბერნარდ! ასე ლაპარაკი როგორ შეგიძლია! - განცვიფრებულს და აღელვებულს ხმა უკანკალებდა. - როგორ შემიძლია? - უკვე მშვიდად, დაფიქრებით განაგრძობდა ბერნარდი. - რეალურად კითხვა ასე უნდა დაისვას: როგორ არ შემიძლია? ან უფრო სწორად - რადგან კარგად ვიცი, რატომაც არ შემიძლია - რა იქნებოდა, რომ შემძლებოდა, თავისუფალი რომ ვყოფილიყავი და არა მონურად აღზრდილი?- ბერნარდ, რა საშინელებაა! დაფიქრდი, რას ამბობ!- არ გინდა, თავისუფალი იყო, ლენინა?- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. მე ისედაც თავისუფალი ვარ. თავისუფლად შემიძლია გავერთო და სიამოვნება მივიღო. დღეს ყველა ბედნიერია. ბერნარდს გაეცინა. - ჰო, დღეს ყველა ბედნიერია. ამას ბავშვებს ხუთი წლიდან ვუჩიჩინებთ. მაგრამ ლენინა, ნუთუ არასოდეს გქონია სურვილი სხვანაირად თავისუფალი და ბედნიერი ყოფილიყავი? ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც უნდა იყო.