ჰომეროსი - ოდისეა

ვაგლახ! როგორ გვამტყუნებენ კაცნი, თითქოს ჩვენ ვიყოთ ყოველგვარი ბოროტების სათავე! ნამდვილად ხომ თავიანთი უმეცრების გამო ატყდებათ თავს ხვედრით არმიგებული უბედურება!

პოსეიდონმა დაიცხროს გულისწყრომა: უკადრისია, ყველა უკვდავის ნებას აღუდგეს და თავისი გაიტანოს.

ფრინველი ბევრი ბოინობს ცის ქვეშ, მაგრამ განა ყველა განგების ნების მანიშნებელია?

რა იცოდა იმ უგუნურმა, რომ ათინას მოლმობიერება გვიანღა იყო, რომ უკვდავნი ასე ადვილად არ იცვლიან ნებას!

რაც უნდა შორიშორ ცხოვრობდნენ, ერთმანეთს უმალვე ცნობენ ღმერთები.

... ავი და კეთილი ხვედრი თანაბრად დაანათლა დემოდოკეს მუზამ: თვალისჩინის დავსების სანაცვლოდ სიმღერის ნიჭი მოემადლებინა მისთვის.

ხომ იცით, კაცს ისე არაფერი გამოსწურავს ღონეს, როგორც ზღვის ზურგზე ხეტიალი.

არაფერი ისე არ ასახელებს ვაჟკაცს, როგორც ფეხთა სიმარდე და მკლავის ძალა!

მხოლოდ უგუნური, ხეპრე კაცი თუ გამოიწვევს საასპარეზოდ სტუმართმოყვარე მასპინძელს, თავს შეირცხვენს და საქმესაც გაიფუჭებს ასეთი კაცი.

კაცთაგან ყოველი, უკეთუ მოწყალე გული უძგერს მკერდში, ძმად იგულვებს შემწეობის მოწყალე სტუმარს.

მოკვდავთაგანი ვერავინ იხილავს ღმერთს, უკეთუ თავად არ ინება გამოჩენა.

სულდგმულთა შორის კაცზე უმწეო და საწყალობელი არავინ უშობია დედამიწას. ვიდრე ღმერთები სწყალობენ და ფეხზე მაგრად დგას, ავს არაფერს მოელის, ხოლო როცა ღმერთები შემოსწყრებიან, სხვა რა ღონე აქვს, მოთმინებით იტანს თავზე დატეხილ ჭირს. ასეთია ქვეყნიერთა ბუნება. იცოდე, ჟამთა ცვლის კვალობაზე იცვლებიან კაცთა ზნენი და ზრახვანი.

ორი კარიდან გვევლინებიან სიზმრები: ერთი რქისაა, მეორე სპილოს ძვლისა. სპილოს ძვლის კარით მოვლენილი სიზმარი კაცთა მომაცდუნებელია, ხოლო რქის კარით მოვლენილი - სიმართლის მაუწყებელი. ნახავ და ახდება კიდეც.

ღმერთები არას დაგიდევენ ბასილევსობას, ერთნაირად ჩააგდებენ ხოლმე ჭირის დღეში ჩინებულსა და უჩინოს!

დახოცილთა ზედა არ ეგების ზეიმი!

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“