კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ედუარდ შევარდნაძისადმი
ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ მომწერა ბარათი ჩემი საახალწლო მილოცვის პასუხად. მე მგონი, ეს წერილი ღირს იმად, რომ აქ მოვიყვანო. აღწერილი მოვლენების კონტექსტით მას ბევრი რამის თქმა შეუძლია:
ღრმად პატივცემულო, ყოველი ქართველის დიდებული მეგობარო, ბატონო ედუარდ!
დიდი მადლობა მოლოცვისათვის.
ჩვენ ვამტკიცებთ: გიორგი ბრწყინვალისა და ბაგრატ მეხუთის შემდეგ საქართველოს არ ღირსებია ასეთი მამაცი მთავრობა.
თუ განგება მომცემს საშუალებას - მე საქმით დავამტკიცებ ამას ქვეყანაში.
მრავალი წლის განმავლობაში მე მემუქრებოდნენ დაპატიმრებით და დახვრეტით ცკ-ს მდივნები: მამულია, ლ.ღოღობერიძე, ფ.მახარაძე, მ.კახიანი, ა.მგლაძე, და ბოლოს, როგორც მე გავიგე, შემდგომ, სტალინი განრისხდა მათზე: მოეშვით ამ კაცს მისი მწევრებითა და ქორებითო. სხვა ასეთი მწერალი ჩვენ არ გვყავსო. ერთხელ, მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ ა.მგელაძემ ბოდიში მომიხადა, ჩემს არქივში არის მისი წერილი.
მდაბლად გიხრით თავს და ვუსურვებ ქართველ ხალხს დიდხანს გიხილოთ თქვენ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ხელმძღვანელად. ჩემი საახალწლო თხოვნა: დაეხმარეთ დავით გარეჯს და ქართულ ხელნაწერებს.
საუკუნოდ თქვენი ერთგული კონსტანტინე გამსახურდია.
კოლხური კოშკი, 1974.7.12