Posts

Showing posts from January, 2015

ჯეიმს ჯოისი - ნუ სჯით გარეგნობით

Image
ბელვედერის კოლეჯში სწავლისას ჯეიმს ჯოისმა თავისი ყოველკვირეული თემებით თანაჯგუფელთა და მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია, მალე 1897-98 წლებში გამართულ საუკეთესო ინგლისური თხზულების კონკურსზე გამარჯვებისათვის, ეროვნული აღიარებაც მოიპოვა. საკონკურსოდ გაიტანეს გადასაყვან გამოცდებზე შესრულებული თემები. ჯოისის თემებიდან მხოლოდ ეს ერთი თხზულება „ნუ სჯით გარეგნობით“ შემოგვრჩა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, 1896 წელს უნდა იყოს დაწერილი, როცა ჯეიმსი თოთხმეტი წლისა იყო. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილი მისი ნაწერებიდან ყველაზე ადრეული ეს თხზულება გახლავთ. არაფერია მშვენიერ გარეგნობაზე უფრო მაცდური და მომხიბლავი. თვალს ატკბობს ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ გარინდული ზღვა, მოწმენდილ ცაზე შემოდგომის უძალო და ქარვისფრად აბრწყინებული მზის ნათელი; მაგრამ როგორ იცვლება გარემო, როცა ბუნების ძალთა ველური მრისხანება ქაოსსა და უწესრიგობას გამოაღვიძებს. როგორ განსხვავდება დუჟმორეული ოკეანე, საკუთარ ქაფში რომ იხრჩობა, აუღელვებელი, მოსარკული ზღვისაგან, რომელიც ცელქად ნანაობდა და ლაპლაპებდა მზის სხივებში. მაგრამ გარეგნობი...

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი, მხატვრის წიგნი

Image
სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ - „სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი“ - ეს არის პროექტი, რომლის მიზანია სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის - მხატვრის წიგნის (Artist’s book) შექმნა და მისი სერიული გამოშვება.

უოლტ უიტმენი - ემერსონის წიგნები

Image
(მათი ჩრდილოვანი მხარეები) ყოველგვარ ზომას აღემატება იმ რეგიონის უსაზღვრო სივრცე, სიღრმე და სიმაღლე, რასაც ჩვენ ბუნებას ვუწოდებთ, დაუმატეთ ამას ადამიანი, მისი სოციალური და ისტორიული მნიშვნელობა, ის ზნეობრივ-ემოციური მოვლენები, ადამიანზე რომ ზემოქმედებენ - და ამის რაოდენ მცირე ნაწილს (როგორც დღეს ვფიქრობდი) გადმოსცემს ლიტერატურა - თუნდაც მთელი, ყველა საუკუნის ლიტერატურა რომ შევაჯამოთ; უკეთეს შემთხვევაში, ნავების პატარა გუნდი დაცურავს უკიდეგანო ზღვის სანაპიროზე და ვერ გაუბედავთ, კოლუმბივით რუკის გარეშე გასცურონ ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, რათა საბოლოოდ გამოიკვლიონ ჩვენი პლანეტა. ემერსონი სწორედ ასე წერს, მის წიგნებში აქა-იქ ოკეანეც მოჩანს და ამ ოკეანის ჰაერიც იგრძნობა, და სხვაზე უფრო გულწრფელად მიმართავს ჩვენს საუკუნესა და ამერიკულ სინამდვილეს. მაგრამ მე მსურს მისი კრიტიკით დავიწყო - და ამით დავამტკიცო, რომ შეუთვისებელი არ დამრჩენია მისი უღრმესი გაკვეთილები. ემერსონის წიგნებს განვიხილავ დემოკრატიული და დასავლური თვალსაზრისით. მისი მზით განათებული სივრცეებიდან გამოვარჩევ ჩრდილო...

ჩარლზ დიკენსი - ოლივერ ტვისტის წინასიტყვაობა

Image
„ავტორის ზოგიერთმა მეგობარმა შესძახა - ყური დამიგდეთ, ჯენტლმენებო, ადამიანი არამზადაა, მაგრამ ეს ბუნების ბრალია; და მაშინდელმა ახალგაზრდა კრიტიკოსებმა, კლერკებმა, შეგირდებმა და სხვებმა ამას სიმდაბლე უწოდეს და ბუზღუნი დაიწყეს“, - ჰენრი ფილდინგი ამ თხზულების დიდი ნაწილი ჯერ ჟურნალში დაიბეჭდა. როცა დავასრულე და ახლანდელი სახით ამ სამი წლსი წინ გამოვაქვეყნე, მოველოდი, რომ მას უმაღლესი ზნეობრივი პოზიციებიდან დაესხმოდნენ თავს მართლაც რომ მაღალზნეობრივი ავტორიტეტები. შედეგმა დაადასტურა ჩემი მოლოდინის სიმართლე. ვსარგებლობ შემთხვევიტ და მსურს რამდენიმე სიტყვით განვმარტო ჩემი მიზანი და მისწრაფება ამ წიგნის შექმნისას. ეს ჩემთვის ერთგვარი მოვალეობაცაა, მადლიერება გამოვხატო მათდამი, ვინც კეთილად იყო განწყობილი და წარმატებას მიწინასწარმეტყველებდა; და ვინც ალბათ უკმაყოფილო არ დარჩება თუ მათ შეხედულებებს თვით მე დავადასტურებ. ძალზე უხეშად და ამაზრზენად ის მოჩანს, რომ ამ წიგნის ზოგიერთი გმირი წარმომადგენელია ლონდონის მოსახლეობის ყველაზე კრიმინალური და დეგრადირებული ფენისა; საიკსი ქურდია, ფეჯინ...

ფრენსის ბეკონი - მეგობრობისათვის

Image
ალბათ ძალზე გაუჭირდებოდა ამ აზრის გამომთქმელს, დიდი ოდენობით სიმართლე და სიცრუე რომ ჩაეტია ორიოდ სიტყვაში - „ვინც მარტოობას ამჯობინებს, ან გარეული მხეცია, ან ღმერთი“. იმიტომ, რომ მართალია ჭეშმარიტებაა, ბუნებრივი და იდუმალი მტრობა და ზიზღი საზოგადოებისადმი ყოველ ადამიანს ველურ მხეცთან რომ აახლოებს, მაგრამ უსაშველო სიცრუეა, თითქოს მარტოობას ღვთაებრივი ბუნების რაღაც თავისებურება ახასიათებდეს. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარტოობას წარმოშობს არა თვით მარტოობით ტკბობა, არამედ იმის წადილი და სიყვარული, რომ კაცი განცალკევდეს უფრო ამაღლებული საუბრის გულისათვის, რასაც სიყალბედ და მოჩვენებითობად თვლიდა ზოგიერთი წარმართი, ვთქვათ, ეპიმენიდე კანდიანელი, ნუმა რომაელი, ემპიდოკლე სიცილიელი და აპოლონიოს ტიანელი; და ჭეშმარიტებად და რეალობად - უძველესი განდეგილები და ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა არის მარტოობა და რას გულისხმობს. ბრბო საზოგადოება არ არის; სახეები მხოლოდ სურათთა უკუფენაა; და საუბარი მხოლოდ მოწკრიალე წინწილაა, სიყვარულის ნასახსაც რომ არ გვაგრძნობინებს. ლათინური ანდაზ...

რიუნოსკე აკუტაგავა - პროლეტარული ლიტერატურა

Image
ჩვენი დროის სამანთა გადალახვა არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ჩვენი კლასის სამანთა გადალახვა... საშუალო კლასებმა, უეჭველია, მრავალი რევოლუციონერი წარმოშვა. თეორიულად და პრაქტიკულად მათ საკუთარი იდეები გამოხატეს, მაგრამ განა შეძლო მათმა სულმა საშუალო კლასების ზღუდეთა გადალახვა? ლუთერმა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრა. ის ხედავდა ეშმას, მის სამეს წინ რომ ეღობებოდა. ლუტერი ახალი იდეებით იყო აღჭურვილი, მაგრამ მის სულს არ სეეძლო არ შეემჩნია რომის კათოლიკური ეკლესიის ჯოჯოხეთი. ეს მხოლოდ რელიგიას არ ეხება. იგივეა, როცა სოციალურ სისტემაზე ლაპარაკობენ. ჩვენი სული კლასობრივი დამღით არის დატვირთული. მაგრამ მხოლოდ კლასობრივი კუთვნილება არ გვაერთიანებს. ჩვენ შეკავშირებულნი ვართ გეოგრაფიულადაც _ დაბადების ადგილით, ჯერ იაპონიით და შემდეგ მშობლიური ქალაქითა და სოფლით. ახლა მემკვიდრეობასა და გარემოცვას თუ გავიხსენებთ, ჩვენვე გაგვიკვირდება, იმდენად რთული წარმონაქმნი ვართ... მცენარეები ვართ, სხვადასხვა მიწაზე და სხვადასხვა ცის ქვეშ რომ ხარობენ. ჩვენი თხზულებანიც განსხვავებულ პირობებში ა...

ო. ჰენრი - ბენტონ შარფი თავის ღირსეულ მეტოქეს ხვდება

Image
თარგმნა მაია ნათაძემ ტეხასის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ყველაზე საშიში ავაზაკი წუხელ რესტორან “ გოლდ ფრანტში” მოკლეს. შტატის ერთ-ერთმა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ მარჯვედ დაიცვა თავი ბანდიტისგან; რომელსაც მისი მოკვლა სურადა. მან დააასწრო ბანდიტს და სიცოცხლეს გამოასალმა იგი. როცა ქალბატონი შარფი დანიშნულ დროს ოფისში გამოცხადდა, კომისარი არხეინად იჯდა სავარძელში და ვაშლს მიირთმევდა. ქალბატონი შარფი წამოდგა და წასვლა დააპირა. მოულოდნელი ბედნიერებისგან დაბნეული იყო და უნდოდა, რაც შეიძლება მალე განმარტოებულიყო. გარდა ამისა, ამ ქალაქში კიდევ ათი დღე უნდა დარჩენილიყო და საჭირო იყო ზოგიერთი რამის მოგვარება. - მადამ, ჩვენი დეპარტამენტი მოწოდებულია გადაჭრას საკითხები დაზღვევის, სტატისტიკისა და ისტორიის დარგში. სტატისტიკისა და ისტორიის რა მოგახსენოთ. მაგრამ დაზღვევის დარგში კი ფრიად სასარგებლო საქმე გავაკეთეთ. შრომით გასწორების ბანაკის ფეხსაცმლების სახელოსნოს, სადაც ბრალდებული ჯიმი ვალენტინი წაღებს კერავდა, ციხის ზედამხედველი ეწვია და ჯიმი უფროსის ოფისში წაიყვანა. ციხის...

ჰენრი კისინჯერი - დიპლომატიის ახალი სახე: ვილსონი და ვერსალის შეთანხმება

Image
1918 წლის 11 ნოემბერს, ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი აცხადებდა, რომ დროებითი ზავი გრმანიასა და მოკავშირე სახელმწიფოებს შორის შეიძლებოდა გამოხატული შემდეგი სიტყვებით: ,,ვიმედოვნებ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საბედისწერო დილამ დაასრულა ყველანაირი ომი (ბოლო მოუღო ყველანაირ ომს)”. სინამდვილეში ევროპას მხოლოდ ოცი წელი აშორებდა უფრო კატაკლიზმურ ომთან. რადგან პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით არაფერი არ მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, გარდაუვალი იყო, რომ მშვიდობის ძიება ისეთივე ამაო იქნებოდა, როგორც მოლოდინები/იმედები, რომლითაც სახელმწიფოებმა ერთმანეთი კატასტროფის წინაშე დააყენეს. ყველა მონაწილე ელოდებოდა ომს და მათ მშვიდობის პერიოდის განსაზღვრა დაუტოვეს დიპლომატიურ კონგრესს, რომელმაც დაასრულა ევროპული კონფლიქტები გასულ საუკუნეში. მაგრამ რადგანაც მსხვერპლმა ძალიან დიდ რაოდენობას მიაღწია, მათ შეწყვიტეს პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის შესავალთან დაკავშირებით - შეჯიბრება, რომ მოეპოვებინათ გავლენა ბალკანეთში, რათა დაესაკუთრებინათ ელზას-ლოთარინგია და საზღვაო-სამხედრო ფლოტი....