ჯორჯ ჰარისონი - ყველა კრშნას ეძებს

ყველა კრშნას ეძებს. ზოგიერთებს ეს არ ესმით, მაგრამ მაინც მის ძებნაში არიან.

კრშნა ღმერთია, წყარო ყოველი არსებულისა, მიზეზი ყოველივესი, რაც არსებობს, არსებობდა და ოდესმე იარსებებს.

რამეთუ ღმერთი უსასრულოა, მას მრავალი სახელი აქვს.

ალაჰი-ბუდა-იეღოვა-რამა: ყველა კრშნაა, ყველა ერთია.

ღმერთი აბსტრაქტული არ არის; მის პიროვნებას, რომელიც უზენაესი, მარადიული, ნეტარი და ცოდნით სავსეა, როგორც პიროვნული, ასევე უპიროვნო ასპექტები ახასიათებს. როგორც წყლის წვეთსა აქვს წყლის ოკეანის თვისებები, ასევე ჩვენს ცნობიერებასაც ღმერთის ცნობიერების თვისებები ახასიათებს, მაგრამ მატერიალურ ენერგიასთან (ფიზიკურ სხეულთან, გრძნობით სიამოვნებებთან, მატერიალურ საკუთრებასთან, ეგოსთან და მისთ.) გაიგივებისა და მიჯაჭვულობის გამო, ჩვენი ჭეშმარიტი ტრანსცენდენტული ცნობიერება წაბილწული იქნა და მტვრიანი სარკის მსგავსად, სურათს წმინდად ვეღარ ირეკლავს.

მრავალი სიცოცხლეა, წარმავალთანა გვაქვს კავშირი. ეს დროებითი სხეული, ძვლებისა და ხორცის გუდა, შეცდომით საკუთარი თავი გვგონია და ამ წარმავალი ვითარების მიღმა ვერაფერს ვხედავთ.

საუკუნეთა მანძილზე დიდი წმინდანები ცოცხალ დასტურს წარმოადგენდნენ იმისა, რომ ყოველ ცოცხალ სულში შეიძლება ღმერთის ცნობიერების ამ მარადიული, მუდმივი მდგომარეობის გამოღვიძება. ყოველი სული პოტენციურად ღვთაებრივია.

კრშნა ამბობს, „ბჰაგავად-გიტაში“: „მეობაში განმტკიცებული, ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისაგან განწმენდილი, იოგი ბედნიერების უმაღლესი სრულყოფილების საფეხურს აღწებს უზენაეს ცნობიერებასთან კავშირში“ (VI).

იოგა (ღმერთის შეცნობის (თვითშემეცნების) მეთოდი) წარმოადგენს პროცესს, რომლითაც ჩვენი ცნობიერება იწმინდება, წყდება შემდგომი გაბინძურება და მიიღწევა სრულყოფილების, სრული ცოდნისა და სრული ნეტარების საფეხური.

თუკი ღმერთი არსებობს, მე მსურს მისი ნახვა. მტკიცების გარეშე რაიმეს დაჯერება უაზრობაა. კრშნას ცნობიერება და მედიტაცია კი ის მეთოდები გახლავთ, რომლითაც რეალურად შეგიძლიათ ღმერთი შეიგღზნოთ. თქვენ მართალა იხილავთ ღმერთს, მოუსმენთ მას, ითამაშებთ მასთან. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იგი მართლა არსებობს. მართლა თქვენთანაა.

არსებობს იოგას მრავალი გზა - რაჯა, ჯნანა, ჰათჰა, კრიია, კარმა, ბჰაკტი - თითოეული იოგას მოძღვარი ყოველ მათგანს აღიარებს.

სვამი ბჰაკტივედანტა, როგორც ამაზე მისი წოდება მიუთითებს, ბჰაკტი იოგია, რომელიც ღვთის ერთგულების გზას ადგას. ემსახურება რა ღმერთს ყოველი ფიქრით, სიტყვითა და საქმით და მის წმინდა სახელთა გალობით ერთგული სწრაფად ინვითარებს ღმერთის ცნობიერებას. თუკი ადამიანი იგალობებს:

ჰარე კრშნა, ჰარე კრშნა
კრშნა კრშნა, ჰარე ჰარე
ჰარე რამა, ჰარე რამა
რამა რამა, ჰარე ჰარე

უცილობლად მიაღწევს კრშნას ცნობიერებას. (პუდინგის გემოს ჭამაში გაიგებთ!)

ჩემი თხოვნაა, ხელიდან არ გაუშვათ წიგნი „კრშნა“ და ჩაწვდით მის მნიშვნელობას. აგრეთვე გთხოვთ, დღესვე შეხვდით თქვენს ღმერთს, იოგას (კავშირის) თვითგანთავისუფლების პროცესით და GIVE PEACE A CHANCE.

ALL You NEED is Love (KRISHNA) HARI
George Harrison 31/3/70