ესპანეთში მიგელ დე სერვანტესის საფლავს მიაგნეს
მეცნიერების განცხადებით, მათ ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის საფლავს გარდაცვალებიდან თითქმის 4 საუკუნის შემდეგ მიაგნეს. ისინი თვლიან, რომ მადრიდის ერთ-ერთ მონასტერში მწერლის, მისი მეუღლისა და მათთან ერთად დაკრძალული სხვა ადამიანების ნეშტის ნარჩენები აღმოაჩინეს.
„დონ კიხოტის“ ავტორი 1616 წელს დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით მისი სამარხი დაიკარგა.
მონასტერი 17 საუკუნეში აღადგინეს, მწერლის ნეშტი კი ახალ შენობაში გადაასვენეს, რის შემდეგაც სერვანტესის სამარხის აღმოჩენას საუკუნეები დასჭირდა.
ის აღესრულა როგორც ღარიბი ადამიანი, ომის ვეტერანი, საბრძოლო იარებით“, - აღნიშნა პედრო კორალმა, მადრიდის მერიის ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
წყარო, ფოტოები - bbc