პიკასოს - ფიროსმანაშვილის პორტრეტს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რეგიონალური მუზეუმებისა და მათი კოლექციების პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს გამოფენების ციკლს - "მუზეუმის კოლექციიდან".
ახალი პროექტის პარალელურად, ეროვნული სააგენტო დაარსების დღიდან, ახორციელებს „ფიროსმანის პროგრამას" , რომლის ფარგლებში მირზაანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიროსმანის სახლმუზეუმს, მოწესრიგდა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის კომუნიკაციები. რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის ნამუშევრების: "თამარ მეფე", "მწოლიარე ქართველი ქალის", "კალოობა".
დღეს, 16:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნამუშვერების გამოფენა გაიხსნა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს (ხელოვნების სასახლე) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პაბლო პიკასო - ფიროსმანი, 1972 |
პროექტის ფარგლებში პიკასოს ნამუშევარს "ფიროსმანაშვილის პორტრეტი" მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდება ქართველი მხატვრის კიდევ რამდენიმე ნამუშევარს.
წყარო - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო