ორჰან ფამუქის - თოვლის პირველი გამოცემა კრისტის აუქციონზე გაიყიდა

2014 წლის ბოლოს, თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანის - "თოვლის" პირველი გამოცემა კრისტის აუქციონზე 13 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონი ამერიკული პენ ცენტრის დასახმარებლად გაიმართა.

აუქციონის -"First Editions/Second Thoughts" ფარგლებში ავტორებმა მათი ნაწარმოებების პირველი გამოცემები წარწერებითა და ჩანახატებით გააფორმეს. ორჰან ფამუქმა "თოვლის" პირველ გამოცემაზე აღმოსავლეთ თურქული პროვინციის - ყარსის, იმ ქალაქის ჩანახატები დატოვა, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება.

რეკორდულ თანხად - 80 ათას აშშ დოლარად გაიყიდა ფილიპ როთის "ამერიკული პასტორალი". აუქციონის საერთო შემოსავალმა თითქმის 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

წყარო - hurriyetdailynews

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში