გამოფენა ძველი ტფლისი: კარაპეტ გრიგორიანცის, ვანო ხოჯაბეგოვის და ვაღარშაკ ელიბეკიანის ნახატები
2015 წლის 1-დან 27 აპრილის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლის“ ორ დარბაზში სამი თვითნასწავლი მხატვრის: კარაპეტ გრიგორიანცის, ვანო ხოჯაბეგოვის და ვაღარშაკ ელიბეკიანის ნამუშევრები გამოფინება.
გამოფენის ძირითად ექსპოზიციას, რომელში ამ სამი ავტორის იმდროინდელ თბილისის "ილუსტრაციები" იქნება წარდგენილი, პარალელური ექსპოზიციაც დაემატება - XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფის ნივთები.
გამოფენის გახსნა და გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია 1 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.
კარაპეტ გრიგორიანცი (1870, სოფ. გულალი - 1943, თბილისი)
1880 წლიდან ცხოვრობდა თელავში, შემდგომ - თბილისში. მცირე ხანს სწავლობდა მხატვარ გოლფინგთან (ჰელფინგი). 1895 წლიდან აბრების სახელოსნოს მფლობელია. პოეტმა და მთარგმნელმა გრიგორიანცმა დაწერა 12 წიგნი, მათ შორის, ძველსომხურიდან ნათარგმნი აქვს „ეფრემ ვერდი“ ( გამოიცემოდა 1897, 1910 და 1912 წლებში ) და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ სომხურ ენაზე. ნამუშევრები დაცულია: სემ-ხელოვნების მუზეუმი, სსმ-ხალხური ხელოვნების მუზეუმი, სეგ-ში / ერევანი.
კარაპეტ გრიგორიანცი - ხრამული |
კარაპეტ გრიგორიანცი - პუშიკინი |
ვანო ხოჯაბეგოვი (1875 - 1922, თბილისი)
მცირე ხანს სწავლობდა თბილისში ნ. სკლიფასოვსკისთან, ო. შმერლინგთან. გამოფენებში მონაწილეობდა 1916 წლიდან. დაკრძალულია თბილისის სომეხ მხატვართა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონ “ხოჯივანქ”-ში. ნამუშევრები დაცულია: სემ-ქარვასლაში, სემ - ხელოვნების მუზეუმში, სეგ - სა / ერევანი / და კერძო კოლექციებში.
ვანო ხოჯაბეგოვი - ქართული გვარდიის აღლუმი |
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ყოჩების ჭიდილის შემდეგ |
ვანო ხოჯაბეგოვი - ცეკვა დოქით |
ვანო ხოჯაბეგოვი - მოდავენი და შუაკაცი |
ვაღარშაკ ელიბეკიანი (1910, თბილისი - 1994, ერევანი)
სწავლობდა სომხური კულტურის სახლ „ჰაიარტუნ“- თან არსებულ სამხატვრო სექციაში (1926 - 1929), გიგო შარბაბჩიანის ხელმძღვანელობით. მუშაობდა სომხური მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორად (1936 -1946 ) და ს. შაუმიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად (1946 - 1956 ). 1974 წლიდნ საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი. 1979 წლიდან ცხოვრობდა ერევანში. მონაწილეობდა გამოფენებში სომხეთში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში. პერსონალური გამოფენები: 1976 (ერევანი ), 1977 (თბილისი). ნამუშევრები დაცულია: სემ - ხელოვნების მუზეუმში, სსმ - თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, სეგ-ში / ერევანი /, ერევნის თხმ-ში და სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
ვაღარშაკ ელიბეკიანი - ყეენობა |