Posts

Showing posts from October, 2015

ვოლტერი - ბაბილონის პრინცესა

Image
ადამიანი გართობისთვისაა გაჩენილი, მას ასე თავდავიწყებით არც ეყვარებოდა მუდმივი თავშექცევა, ამისთვის რომ არ იყოს დაბადებულიო; ადამიანის ბუნების დედაარსი თვითდატკბობაა, ყველაფერი დანარჩენი სისულელეაო. ოღონდ ესაა, ამ საუცხოო მორალს ფაქტები მუდამ ეწინააღმდეგებიან. ხორცსა და მაგარ სასმელებს მიჩვეულ ადამიანებს ცხელი და მგზნებარე სისხლი აქვთ, ამიტომაც გიჟდებიან ათასნაირად. ყველაზე დიდი სიგიჟე ძმების სისხლისღვრის სურვილი და ნაყოფიერი მინდვრების გაჩანაგებაა, რათა შემდეგ ამ სასაფლაოზე თვითონ იმეფონ. რა უცნაურად მთავრდება დღესასწაულები! და რა საოცარ სიცარიელეს ვგრძნობთ, როცა ეს ზარ-ზეიმი მიჩუმდება ხოლმე! მკვდრედით აღდგომა ჩვეულებრივი ამბავია ამქვეყნად. ერთხელ დაბადება უფრო დიდი საოცრებაა, ვიდრე ორჯერ გაჩენა; განა ქვეყნად ყველაფერი ხელახლა არ იბადება? მუხლუხები პეპლებად ცოცხლდებიან, მიწაში დამარხული ცხოველები - ბალახად, მცენარეებად. ისინი სხვა ცხოველს ჰკვებავენ, რომელთა სუბსტანციის შემადგენელ ნაწილებად გადაიქცევია ხოლმე მოგვიანებით: სხეულის შემადგენელი ყოველი ნაწილი სხვადასხვანაირ არსებად...

ლევან ბერძენიშვილი - გუსტავ ფლობერი

Image
ლევან ბერძენიშვილი - გუსტავ ფლობერი  

ვოლტერი - ზადიგი, ანუ ბედისწერა

Image
აღმოსავლური ამბავი ზადიგმა ზოროასტრის პირველი წიგნიდან გაიგო: თავმოყვარეობა ქარით გაბერილი ბუშტია, თუ უჩხვლეტ, იქიდან ქარიშხალი გამოიჭრებაო. ზადიგი ზოროასტრის შეგონებით ხელმძღვანელობდა: როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენო. - ოო, რომ გენახათ რისი მოწმეც ეს-ეს არის გავხდი, თქვენც ჩემსავით აღშფოთდებოდით. ახალგაზრდა ქვრივის, კორსუს დასამშვიდებლად წავედი. ორი დღის წინ ქმრის საფლავს ძეგლი დაადგა წყაროსთან, მინდორს რომ ჩაუდის. მგლოვიარემ ღმერთებს აღუთქვა, ამ საფლავთან მანამ ვიცხოვრებ, სანამ იქ ნაკადული იდენსო. - კი მაგრამ, რაა აქ ცუდი? - გაიკვირვა ზადიგმა, - დიახაც პატივისცემის ღირსია ის ქალი, ასე გულწრფელად რომ ჰყვარებია ქმარი. - რომ იცოდეთ რას აკეთებდა, როცა მის სანახავად მივედი! - უთხრა აზროამ. - რას, ჩემო ლამაზო აზორა? - ნაკადულს კალაპოტს უცვლიდა! ფილოსოფოსზე ყისმათიანი არავინაა, - ამბობდა ზადიგი, - მას შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს ეს ვეებერთელა წიგნი, ღმერთს ჩვენს თვალწინ რომ გადაუშლია. ფილოსოფოსი დაადგენს ჭეშმარიტებას და იგი მხოლოდ მას ...

ვოლტერი - კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი

Image
თარგმანი გერმანულიდან ბ-ნ დოქტორ რალფისა. თარგმანს თან ახლავს დამატებანი, რომლებიც აღმოჩნდა დოქტორის ჯიფეში მას შემდეგ, რაც იგი უფლის განხორციელებიდან 1759 წელს გარდაიცვალა არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე. ყოველივე ერთმანეთთან აუცილებლობით არის გადაჯაჭვული და უკეთესობისკენ მიდის. ო, ცაო! რას არ ჩაადენინებს მანდილოსნებს სარწმუნოებრივი გულმოდგინეობა. - ო, ჩემო ძვირფასო კანდიდ! თქვენ იცნობდით პაკეტას, ჩვენი დიდებული ქალბატონის ტურფა მოახლეს. მის მკლავებში შევიგრძენი სამოთხის სიტკბოება, რომელმაც ეს ჯოჯოხეთური წამება გამოიწვია და, როგორც ხედავთ, დამაძაბუნა. მოახლე დაავადებული აღმოჩნდა. ან სენმა იქნებ უკვე მოკლა კიდეც. პაკეტას ეს საჩუქარი მიართვა ერთმა მეტად განსწავლულმა ფრანცისკელმა ბერმა, რომელმაც ამ ავადმყოფობის წყარო გამოიკვლია: ბერს იგი გრაფის მოხუცებული მეუღლისგან გადაედო, გრაფის მეუღლეს კავალერიის კაპიტნისგან, ის კი ამ სენს უმადლოდა ერთ მარკიზას, რომელსაც პაჟისგან გადასდებოდა, ხოლო ამ უკანასკნელს ერთი იეზუიტისაგან; იეზუიტს მორჩილად ყოფნის დროს მიეღო პირდაპირი ხაზით ქრისტეფო...

კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5

Image
ოცდაორი წლის წინ, როცა მეორე მსოფლიო ომიდან დავბრუნდი, მეგონა, ბევრი არაფერი უნდოდა იმის მოყოლას, როგორ გაასწორეს მიწასთან დრეზდენი, მხოლოდ ის უნდა გადმომეტანა ქაღალდზე, რაც საკუთარი თვალით ვნახე. უფრო იმას მოველოდი, რომ შედევრი გამომივიდოდა, ანდა, შედევრი თუ არ იქნებოდა, დიდ ფულს მაინც მომიტანდა, თემა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაინც როგორი საცდურია ეს დრეზდენი, როგორ გაწერინებს თავის შესახებ. და ერთი ცნობილი ლიმერკი მახსენდება: „ერთი სტამბოლელი, მახსოვს, ემდუროდა თავის ასოს: დამავსო და დამაქცია, თან ისეთი ზარმაცია, არც დგება და აღარც ფსამსო“. ომები ყოველთვის იყო და იქნება და როგორც მომწყდარ ზვავს ვერ შეაჩერებ, ისე მანდაც ვერაფერს გააწყობ. ზვავივით რომ არ იცოდეს ომმა მოვარდნა, სიკვდილს მაინც ვერავინ გაექცევა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. ანთროპოლოგიის განყოფილებაზე ვსწავლობდი. იმ დროს ასე გვასწავლიდნენ, ადამიანებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს, ყველანი ერთნაირები არიანო. შეიძლება ახლაც ასე ასწავლიან სტუ...

მიშელ უელბეკი - მორჩილება

Image
ეს-ესაა დასრულდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც შესაძლოა, საუკეთესოც კი იყო. ასეთი ბედი ეწევა ყველას ჩვენს ჯერ კიდევ დასავლურ და სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებებში სწავლის დასრულების შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა ამას მაშინვე არ ან ვერ აცნობიერებს, რადგან ისინი მოუნუსხავს ფულის შოვნის სურვილს, ან, მათგან ყველაზე პრიმიტივები - სავარაუდოდ, მომხვეჭელობას; მათ განუვითარდათ ყველაზე მძფრი დამოკიდებულება ზოგიერთი სახეობის პროდუქციისადმი, ასევე აჯადოებთ თავის გამოჩენის სურვილი, რათა შესაშური სოციალური ადგილი დაიკავონ საკუთარი წარმოდგენით შექმნილ სამყაროში, რომელიც კონკურენტულად მიაჩნიათ; მათ ენთუზიაზმს ზურგს უმაგრებს სხვადასხვა კერპის გაღმერთება: სპორტსმენის, მსახიობებისა და მოდელების. ბევრი, შესაძლოა მეტისმეტად ბევრი რამ დაწერილა ლიტერატურის შესახებ. ლიტერატურა არის art majeur იმ დასავლეთისათვის, ჩვენ თვალწინ რომ ამთავრებს სიცოცხლეს, ხოლო მისი სპეციფიკურობის განსაზღვრა ძნელი სრულებით არ გახლავთ. ლიტერატურის დარად მუსიკასაც შეუძლია გადმოსცეს მღელვარება, ემოციური აფორიაქება, სევდა ან აბსოლუტ...

ლევან ბერძენიშვილი - გაბრიელ გარსია მარკესი და მაკონდოს გამოგონება

Image
ლევან ბერძენიშვილი - გაბრიელ გარსია მარკესი და მაკონდოს გამოგონება

თეოდორ დოსტოევსკი - მოთამაშე

Image
(ყმაწვილკაცის ჩანაწერები) სასაცილოც კია, რულეტიდან ამდენ რამეს რომ გამოველი, თუმცა, ჩემი ფიქრით, ის უფრო სასაცილოა, სხვებს რომ სისულელედ და უგუნერებად მიაჩნიათ, კაცი თამაშისგან რამეს გამოელოდოს. ნეტა რით ჩამოუვარდება თამაში ფულის შოვნის სხვა საშუალებას, თუნდაც მაგალითდ, ვაჭრობას? მართალია, ასიდან მხოლოდ ერთი იგებს, მაგრამ ეს მე რაში მეხება? მუდამ სულელურად მივიჩნევდი ერთი გაქსუებული, ჯიბესავსე მორალისტის მოსაზრებას, რომელმაც ვიღაცის თავის მართლებაზე, ხომ წვრილი ფულითაც თამაშობენო, - პასუხად ასე ბრძანა: წვრილმანი ანგარება კიდევ უფრო უარესიაო. თითქოსდა წვრილმანსა თუ მსხვილმანს ანგარებაში რამე განსხვავება იყოს. ეს ერთმანეთის პროპორციული რამაა, რაც როტშილდისთვის (ებრაული წარმომავლობის ევროპელ ბანკირთა და საზოგადო მოღვაწეთა დინასტია) წვრილმანია, ჩემთვის დიახაც მსხვილმანი გახლავთ. ნამდვილმა ჯენტლმენმა მთელი ქონება რომც წააგოს, არ უნდა აღელდეს. ფული მისთვის იმდენად არაფერს ნიშნავს, თავის შეწუხებად არ უღირს. რა თქმა უნდა, თუ სულ ვერ შეამჩნევ ამ ნაძირალებსა და ბინძურ გარემოს, ეს შენი...

ფრიდრიხ ნიცშე და თეოდორ დოსტოევსკი - ცხენის გამათრახება

Image
1889 წლის 3 იანვარს, ფრიდრიხ ნიცშეს ფსიქიკური შეტევა დაემართა. ტურინის ქუჩებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მას ორი პოლიციელი მიუახლოვდა. უცნობია რამ გამოიწვია ფსიქიკური შეტევა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, კარლო ალბერტოს მოედანზე ნიცშე ცხენის გამათრახების ფაქტს შეესწრო, ცხოველთან მიირბინა, დასაცავად კისერზე ხელები შემოხვია, შემდეგ კი გონება დაკარგა და დაეცა.  ამ ფაქტამდე 22 წლით ადრე, 1867 წელს, ფრიდრიხ ნიცშე პრუსიის არტილერიის დივიზიაში ერთი წლით მოხალისედ ჩაეწერა. ახალწვეულთა შორის იგი ერთ-ერთ საუკეთესო მხედრად ითვლებოდა. ოფიცრები ვარაუდობდნენ, რომ სულ მალე ნიცშე კაპიტნის ჩინსაც მიიღებდა, თუმცა, 1868 წლის მარტში, როდესაც უნაგირზე შეხტომას ცდილობდა, დაზიანდა და ორი თვის განმავლობაში სიარულიც კი არ შეეძლო... ცხენის გამათრახების სცენა რომან „ძმებ კარამაზოვებში“ (1880წ.) აღწერილი აქვს ფიოდორ დოსტოევსკის, მწერალს, რომელზეც ნიცშე ამბობდა: „დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყვე...

ლევან ბერძენიშვილი - აკუტაგავა, კავაბატა, მიშიმა

Image
ლევან ბერძენიშვილი - აკუტაგავა, კავაბატა, მისიმა  

სვეტლანა ალექსიევიჩი - ინტერვიუ საკუთარ თავთან

Image
2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი: „მისი პოლიფონიური ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის ადამიანების ტანჯვისა და სიმამაცის მონუმენტია“.  რომანიდან - "ჩერნობილის ლოცვა" ავტორის ინტერვიუ  საკუთარ თავთან, ისტორიის აცდენებისა და იმის შესახებ, თუ როგორ აყენებს ჩერნობილი ჩვენი სამყაროს სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ - ჩერნობილს შევესწარი. მეოცე საუკუნის ყველაზე მთავარ მოვლენას, მთავარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკუნე საშინელი ომებითა და რევოლუციებითაა აღბეჭდილი. კატასტროფიდან უკვე ოცი წელი გავიდა და დღემდე მაწვალებს კითხვა - რისი მოწმე ვარ - წარსულის თუ მომავლის? აქ იოლია ბანალობაში გადავარდნა. საშინელების ბანალობაში… მაგრამ მე ვუყურებ ჩერნობილს, როგორც ახალი ისტორიის დასაწყისს. ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ რაღაც მეტი, რადგან ადამიანი უკვე ვეღარ ენდობა იმ წარმოდგენებს, რომელიც საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ აქამდე ჰქონდა. როცა წარსულზე და მომავალზე ვსაუბრობთ, ამ სიტყვებში ჩვენს წარმოდგენებს ვდებთ დროის შესახებ, მაგრამ ჩერნობილი - უპირველეს ყოვლისა დროის კატასტრო...

სვეტლანა ალექსიევიჩი - ჩერნობილის ლოცვა

Image
„ჰაერი ვართ და არა - მიწა“, - მერაბ მამარდაშვილი „ჩერნობილამდე... ბელარუსის 100 ათას მცხოვრებზე ონკოლოგიური ავადმყოფობის 82 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს სტატისტიკა ასეთია - 100 ათასზე 6 ათასი ავადმყოფი. დაავადებულთა რაოდენობა 74-ჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა 23.5%-ითაა გაზრდილი. სიბერეში მხოლოდ 1 ადამიანი კვდება 14-იდან, უმეტესად შრომისუნარიანები მიდიან - 45-50 წლისები. ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში სამედიცინო შემოწმებისას, 10 ადამიანიდან 7 ავადმყოფია. მიდიხარ სოფლებში და გაზრდილი სასაფლაოები გზარავს“. „აქამდე ბევრი ციფრია უცნობი... ისეთი საშინელებაა, რომ მათ საიდუმლოდ ინახავენ. საბჭოთა კავშირმა კატასტროფის ადგილას 800 ათასი სწრაფი რეაგირების ჯარისკაცი და ახალწვეული ლიკვიდატორი გაუშვა. უკანასკნელთა საშუალო ასაკი 33 წელია. ბიჭები კი ჯარში სკოლის შემდეგ გაიწვიეს. მხოლოდ ბელარუსიდან 115493 ადამიანია ლიკვიდატორთა სიებში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1990-იდან 2003 წლამდე 8553 ლიკვიდატორი მოკვდა. ანუ, დღეში ორი კვდებოდა საშუალოდ“. მარტოსული ადამიანის ხმა აფეთქება არ მ...