უმანკოების მუზეუმი ლონდონს მიემგზავრება
ნობელიანტი თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის განცხადებით, ის მოხარულია, რომ უმანკოების მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების ნაწილი სტამბოლს გარეთ პირველად, ლონდონში გამოიფინება.
ფამუქის რომანის „უმანკოების მუზემის“ მიხედვით შექმნილმა მუზეუმმა გახსნიდან 2 წლის შემდეგ „ევროპის წლის მუზეუმის“ ჯილდო დაიმსახურა.
რომანის პარალელურად მუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით ორჰან ფამუქი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ ტიპის დაწესებულებები ეროვნული მნიშვნელობის საკითხებთან ერთად რიგით ადამიანებს წარმოადგენს.
„მუზეუმი სტამბოლში მდებარეობს... შენობამდე მისვლა, ქუჩებიც კი, ამ მუზეუმის ნაწილია, თუმცა მიხარია, რომ „უმანკოების მუზეუმი“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, - აღნიშნავს მწერალი და იმედოვნებს, რომ ლონდონის შემდეგ გამოფენა სხვა ქალაქებსაც მოივლის.
ლონდონში „უმანკოების მუზეუმის“ გამოეფნა 3 აპრილამდე გაგრძელდება.
წყარო - Irishexaminer
ამავე თემაზე: ორჰან ფამუქი - უმანკოების მუზეუმი