გაბრიელ გარსია მარკესი - ერთი ტყვეობის ამბავი
სამადლობელი 1993 წლის ოქტომბერში, მარუხა პაჩონმა და მისმა მეუღლემ, ალბერტო ვილიამისარმა წიგნის დაწერა შემომთავაზეს მარუხას ექვსთვიანი ტყვეობისა და იმ ძალისხმევის შესახებ, რაც ალბერტომ ცოლის გასათავისუფლებლად მოიმოქმედა. შავი პირი უკვე მზად მქონდა, როცა მივხვდით, რომ შეუძლებელი იყო არ გვეხსენებინა ცხრა მსგავსი შემთხვევა, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში მოხდა ქვეყანაში. სინამდვილეში ეს ათი დამოუკიდებელი მოტაცება კი არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, არამედ კარგად ორგანიზებული, ერთი და იმავე დაჯგუფების მიერ, საკუთარი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედება, საგულდაგულოდ შერჩეული, მოსატაცებელი ადამიანების სიით. [...] შეძლებისდაგვარად მოვინახულე ამ ამბების მონაწილე ადამიანები და არც ერთ მათგანს უარი არ უთქვამს იმ სიმწრის გახსენებაზე, რომლის დავიწყებასაც სიამოვნებით ისურვებდნენ. მათმა ტკივილმა, მოთმინებამ და აღშფოთებამ მომცა ძალა, ჩემი შემოდგომის ყველაზე რთულ და ნაღვლიან საქმეს შევჭიდებოდი. მაწუხებს იმის წარმოდგენა, რომ ქაღალდზე მათი რეალური განცდებისა და შეძრწუნების ...