ფიოდორ დოსტოევსკი - ყმაწვილი
გასაგებად რომ დაწერო კაცმა, მგონი, ამის მარტო სურვილი არ კმარა. იმასაც ვიტყვი, რომ მგონი, არც ერთ ევროპულ ენაზე ისე ძნელი არ არის წერა, როგორც რუსულად. როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?! დაბნეული და დარცხვენილი, ხამი მოსწავლე პირველად რომ მივა სკოლაში (რომელშიც გნებავთ), საყოველთაო მსხვერპლი ხდება: მასზე მბრძანებლობენ, აჯავრებენ, ლაქიასავით ეპყრობიან. ჯანიანი და ჩასკვნილი ბიჭი უცბად წინ გამოეჭიმა თავის მსხვერპლს და რამდენიმე წამს მკაცრი და ამპარტავნული თვალით აკვირდება. ახალმოსული ხმაამოუღებლად დგას მის წინ, თუ გულდედალი არ არის, უბღვერს და ელის, რა მოხდება. გარყვნილი კაცებისგან გამიგონია, მამაკაცი დედაკაცს რომ შეეყრება, ძალზე ხშირად სრულიად ხმაამოუღებლივ იწყებსო, რაც, რა თქმა უნდა, ყოველად საშინელი და გულისამრევი რამაა; ფულის მოთხოვნა, თუნდაც ჯამაგირისა - უსაძაგლესი ამბავია, თუ სადღაც, სინდისის კუნჭულებში გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ დაგიმსახურებია ეს ფული. ვიდრე ეს ოქროსკულულებიანი, უმანკო პაწია ბავშვები დაფარფატებენ შენ...