Posts

Showing posts from August, 2016

ჯონ მაქსველ კუტზეე - მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

Image
პასუხი კითხვაზე, რომელიც წლების წინ ჰიოს ნორენიუსში ველოსიპედების ფარდულის უკან მდგომს არ ასვენებდა, როგორც იქნა, იპოვა. რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე და იმისთვის, რომ დედაზე ეზრუნა. - რა გგონია, რისთვისაა ომი? - სხვებს რომ ფული წაართვა იმისთვის? ოთხზე ჩაიცუცქა და ჩარბილებული მიწიდან ნახევრად ამოზრდილი ყვითელი სტაფილოების ამოთხრას შეუდგა. ღმერთის მიწაა ეს, - ფიქრობდა თავისთვის, - არ ვარ მე ქურდი. *** - სად მივყავართ? უცნობმა შეხედა და მხრები აიჩეჩა: - აბა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მივყავართ, მხოლოდ ორი მიმართულება არსებობს, რკინიგზის ხაზის თავი და დასასრული. ასეთია მატარებლების ბუნება. *** - ასეთი არაფერი გამიგია, ადამიანები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს, აი, ამის მჯერა მე. კეი ამ ბოლო ფრაზას აჰყვა და ჩაუფიქრდა: მე მჯერა სხვების დახმარების იდეის? - ფიქრობდა. ზოგჯერ ეხმარება, ზოგჯერ - არა, წინასწარ არასდროს იცოდა, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. როგორც ჩანს, რამე პრინციპი არ ჰქონდა, უფრო სწორად, არ ჰქონდა პრინციპი დახმარების შესახებ. შეიძლება უნაყოფო მიწა ვარო, გაიფიქრა....

ნილ გეიმანი - ამერიკელი ღმერთები

Image
ციხეში ჯდომის ყველაზე დიდი უპირატესობა, ერთადერთი უპირატესობა - შვების განცდა იყო; განცდა იმისა, რომ მთლად ფსკერზე დაეცა. აღარ ღელავდა, რომ დაიჭერდნენ, რადგან უკვე დაიჭირეს. შეძრწუნებულს აღარ ეღვიძებოდა; აღარ ეშინოდა იმის, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე, რადგან მოსახდენი გუშინ უკვე მოხდა. ინფორმაცია და ცოდნა: ეს ორი ვალუტა არასდროს გაუფასურდება. არავინაა იმაზე ბრმა, ვინც არ ისმენს. ენა ვირუსია, რელიგია - ოპერაციული სისტემა, ლოცვები კი - სპამი, უსარგებლო ინფორმაცია. ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხალხი. ლაქლაქებენ და ლაქლაქებენ. ეს ქვეყანა ბევრად უკეთესი იქნებოდა, ხალხს ჩუმად წუხილი რომ შეეძლოს. ყოველი საათი მორიგი ჭრილობაა, ბოლო საათი - მომაკვდინებელი. თუ ყველანაირ განცდას გულში ღრმად ინახავ და არ ამჟღავნებ, შესაძლოა ერთ დღესაც საერთოდ ვეღარაფერი იგრძნო. ღმერთები იხოცებიან. და როცა ღმერთები ნამდვილად იხოცებიან, მათ აღარავინ გლოვობს ან იხსენებს. იდეა ადამიანზე ძნელად მოსაკლავია, მაგრამ იდეის მოკვლაც შეიძლება. როცა მკვდარი ხარ, სულერთია, რას იტყვი. ფოტოსავითაა, რა. დიდი მნიშვნელ...

ნილ გეიმანი - ამერიკელი ღმერთების შესახებ

Image
არ ვიცი, ამ წიგნის წაკიხვისას რას გრძნობენ. მხოლოდ ის ვიცი, რას ვგრძნობდი მისი წერისას.  ამერიკაში 1992 წელს გადავედი საცხოვრებლად. აზრები გამიჩნდა, თავში მიტრიალებდა მნიშვნელოვანი (ამას ვგრძნობდი), მაგრამ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი იდეები ორი ადამიანის შეხვედრაზე თვითმფრინავში, ყინულზე მდგარ მანქანაზე, მონეტის ფოკუსებზე და, რაც მთავარია, ამერიკაზე: უცნაურ, ვრცელ ადგილზე, სადაც დავსახლდი და რომლისაც არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ძალიან მსურდა, მის შესახებ მცოდნოდა. უფრო მეტიც, ამერიკის აღწერა მომინდა. ერთხელაც, როცა ისლანდიაში გადაჯდომისას ჩემს რეისს ველოდებოდი, ლეიფ ერიქსონის მოგზაურობებისადმი მიძღვნილ ტურისტულ დიორამას მოვკარი თვალი და ყველა დეტალი შეერთდა. ჩემს აგენტსა და რედაქტორს წერილი გავუგზავნე, ახალ წიგნზე მუშაობას ვიწყებ-მეთქი. ტექსტს თავზე „ამერიკელი ღმერთები“ დავაწერე, თუმცა მაშინ ვიმედოვნებდი, უკეთეს სათაურს მოვიფიქრებდი. ორი კვირის შემდეგ რედაქტორმა ყდის ნიმუში გამომიგზავნა. ყდაზე მოჩანდა გზა, ელვით დასერილი ცა და სათაური: „ამერიკელი ღმერთები“ . ეს იყო ყდა წ...

ჯოან როულინგი ჰარი პოტერის სერიის სამ ახალ წიგნს აქვეყნებს

Image
ჯოან როულინგი მკითხველებს „ჰარი პოტერის“ სერიის კიდევ სამ ნაწილს სთავაზობს.  ახალი წიგნები მცირე ზომის მოთხრობებისგან შედგება და ჯადოსნობის სკოლის ბნელ მხარეებზე მოგვითხრობს. ელეტქრონული წიგნები სექტემბრის დასაწყისიდან ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. პირველი წიგნი 6 სექტრემბერს, ჰოგვორტსის სკოლაში სასწავლო წლის დაწყების დროს გამოვა. წიგნების ელექტრონული ვერსიის სახელწოდებაა Pottermore Presents. წიგნები ინგლისურის გარდა ნათარგმნია ფრანგულად, გერმანულად, იაპონურად და ესპანურად. რამდენიმე კვირის წინ ჯოან როულინგის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის მე-8 ნაწილი ჰარი პოტერის შვილის ისტორიას მოგვითხრობს. როგორც როულინგმა წიგნის პრემიერაზე განაცხადა, ეს  ჰარი პოტერის შესახებ წიგნების სერიის უკანასკნელი ნაწილია. წყარო - Time.com

ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები

Image
მწერლობას ვცდილობდი. ჩემს პირველ რომანს ვწერდი და შიშისგან ყოველ ღამე ერთ პინტაზე (ნახევარი ლიტრი) მეტ ვისკისა და ექვს ბოთლ ლუდს ვყლურწავდი. ამდენი ცხოვრებაში არ მისვამს. გარიჟრაჟამდე იაფ სიგარებს ვეწეოდი, საბეჭდ მანქანას ვატკაცუნებდი და რადიოში კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი. ღამეში ათი გვერდის დაწერა მქონდა დასახული, მაგრამ დილამდე ვერ ვიგებდი რამდენი გამომდიოდა, დილას კი ჯერ გულს ავირევდი, მერე წინოთახში ვბრუნდებოდი და ტახტზე დაყრილ ფურცლებს ვითვლიდი. როგორც წესი, ათ გვერდზე მეტი მხვდებოდა. ზოგჯერ ჩვიდმეტიც, თვრამეტი, ოცდასამი, ან ოცდახუთი. რასაკვირველია, ყოველი ღამის ნამუშევარი გასასწორებელი და გასაწმენდი იყო, ან სულაც გადასაყრელი. ჩემი პირველი რომანის დაწერაზე ოცდაერთი ღამე დამჭირდა.  როგორც წესი, წერას საღამოს შვიდის თვრამეტ წუთამდე არ ვიწყებდი. ეს სიმბოლური დრო, ჩემს ყოფილ საფოსტო ტერმინალში ცვლის დამთავრებას ნიშნავდა. წერას დაბნელებამდე არ ვიწყებ. დღის საათებში არაფერი გამომდის. მაინც ჩავაღწიე ქვევით და ლოკვა დავიწყე. ლიდიას დახატული სურათი ზუსტი აღმოჩნდა; ყველაფერი თა...

კახა ბენდუქიძე - გზა თავისუფლებისაკენ

Image
საუბრები კახა ბენდუქიძესთან - ვლადიმერ ფედორინი რა არის იმაში ცუდი, სახელმწიფომ რაღაც კარგის გაკეთება რომ სცადოს? ცხადია, აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არესებობს. პრაქტიკოსი ინსტიტუციონალისტისთვის, თავისუფლების მხარდამჭერისთვის პასუხი შემდეგნაირია: სახელმწიფომ რამე კარგის გაკეთება თუ სცადა, როგორც წესი, გამოვა, რომ ცუდი გააკეთა. უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს სამყარო ისე იყოს მოწყობილი, რომ კაცობრიობა მხოლოდ წინ მიდიოდეს და ვითარდებოდეს. ჩემი აზრით, ფულის შოვნის ნებისმიერი ლეგალური ხერხი, რომელიც ადამიანზე ძალადობას არ გულისხმობს, არ უნდა გავკიცხოთ. ორივე ადამიანი, რომელთაგან ერთს სამი მილიარდი აქვს, მეორეს კი ექვსი, ერთნაირად ცხოვრობს. მათი ცხოვრების დონე არ განსხვავდება. 82 წლისკაცმა 5 მილიარდიდან 2 რომ დაკარგოს, ალბათ ძალიან ინერვიულებს, მაგრამ ეს დანაკარგი მის ყოფას არ შეცვლის. გარკვეული ზღვრის შემდეგ ფული ბრჭყვიალა ქაღალდებად გადაიქცევა ხოლმე. [...] მდიდარი ადამიანებისთვის აზარტია მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით, არებობს კაცი, რომელიც იტყვის, „აი 5 მილიარდი მაქვს და ...