რატომ თქვა უარი ნობელის პრემიის ფულად ჯილდოზე ბერნარდ შოუმ?

„შემიძლია ვაპატიო ალფრედ ნობელს დინამიტი, მაგრამ მხოლოდ ადამიანის ფორმით მოვლინებულ სატანას თუ შეეძლო ნობელის პრემიის გამოგონება“, - ბერნარდ შოუ.

1926 წლის 18 ნოემბერს, ირლანდიელმა მწერალმა - ჯორჯ ბერნარდ შოუმ ნობელის პრემიის ფულად ჯილდოზე, დღეისათვის, დაახლოებით - ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე თქვა უარი.

შოუს, ზოგადად, პრემიაზეც სურდა უარის თქმა, თუმცა მისმა მეუღლემ იმ არგუმენტით გადააფიქრებინა, რომ მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ფაქტი ირლანდიასაც მოუტანდა აღიარებას.

მწერალმა ფულის აღებაზე უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ სურდა თანხა შვედური წიგნების ინგლისურად თარგმნას მოხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ წელს, ბობ დილანისთვის ნობელის პრემიის მინიჭებამდე, ბერნარდ შოუ რჩებოდა ერთადერთ მწერლად, რომესაც ნობელის პრემია და ოსკარი („პიგმალიონი“) ჰქონდა მიღებული.

ჯორჯ ბერნარდ შოუს ნობელის პრემია „მისი როგორც იდეალიზმის, ისე ჰუმანიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომლის სრული სატირა ხშირად თავისებულ პოეტურ სილამაზესთან ერთიანდება“ მიენიჭა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში