ძველი თბილისის ბუკინისტები |
სოსო მერკვილაძის წიგნის მაღაზია ცოდნა. (შავ ჩოხაში - სოსიკო მერკვილაძე)
***
ერთი ყარაჩოღელი ესაღოვი იყო, რომელიც განიერი შარვლით და ვერცხლის ქამრით დადიოდა თბილისის ქუჩებში და კალათით წიგნებსა ჰყიდდა. ამრიგად, ძველი თბილისის ბაზარს, გარდა საკუთარი მწერლებისა, მხატვრებისა და გამომცემლებისა, - თავისი წიაღიდან წარმოშობილი მოხეტიალე ბუკინისტებიცა ჰყავდა.
***
აფაფია - 1. მოჩხუბარი, მყეფარი. 2. მეტი სახელი იყო ერთი მოჩხუბარი ბუკინისტისა (იარმუკის ბაზარში ვაჭრობდა, გარდაიცვალა).
ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი) |
***
თარაფი - „თბილისელი კინტო ვარ, თარფით ვყიდი წიგნებსა, ვწერამ ლექსებს უაზროს, თავზე ვხატავ ციკნებსა“.
***
ფოთოლი - ძველად წიგნის ფურცელსაც ეწოდებოდა. „ეს წიგნი შეიცავს თავიდამ ორას ფოთოლს“.
***
წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“
იოსებ გრიშაშვილი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“