Posts

Showing posts from July, 2017

ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული

Image
გამოთხოვება მე თუ მოვკვდები -  აივანი დატოვეთ ღია -  ლამაზ ბიჭუნას ფორთოხალი უმშვენებს ხელებს, (მას აივნიდან ვუყურებ ახლა),  ცელავს მთიბავი თავჩაქინდრულ პურის თაველებს, (მას აივნიდან ყურს ვუგდებ ახლა),  მე თუ მოვკვდები - აივანი დატოვეთ ღია. *** პატარა მადრიგალი შენს ბაღში ხარობს-  ბროწეულის ოთხი ხე, ნაზო... (მსურს გითავაზო ჩემი ყრმა გული). კვლავ გაიზრდება - შენს ბაღში ოთხი კიპარისი, (წაიღე ჩემი ბებერი გული).  მზე, მთვარე,  მერე -  აღარ იქნება,  აღარც ბაღი და აღარც გული... *** ნოქტიურნი შუაღამისას ფანჯარაში გავყავი თავი,  ქარი მეძგერა, ჩემთვის თავის მოკვეთა სურდა,  მე ვისარგებლე გააფთრებულ ქარის სიავით და ყველა ჩემი ბრმა სურვილი ვესროლე გუნდად. მაშინ უეცრად, სურნელებამ ნაზმა ლიმონის აღავსო წამი, უსასრულოდ აღავსო დილა და იქცა ქარი განთიადის უჭკნობ ყვავილად. *** მოჭრეს სამი ხე სამი ხე იდგა- (დღემ მო...

ნაირა გელაშვილი - ამბრნი, უმბრნი და არაბნი...

Image
თუ გინდა, ქალი დაკარგო (ადრე თუ გვიან), უნდა ფიზიკურად დაუახლოვდე. სულერთია, ცოლია, თუ ისე... ცოლქმრობა ხომ ამის უტყუარი გარანტიაა. *** ლეღვის ხე შემოდგომობით ისე ქალივით გაშიშვლდებოდა ხოლმე თავისი კრიალა, მოთეთრო ტოტებით, რომ იქით გახედვისა მრცხვენოდა. *** ნეტავ ერთი ქალი მაინც თუ არსებობს ქვეყნად, თავისი ამბები არავის რომ არ ჩაუკენკოს. *** თუმცა ცოლს მთელი ცხოვრება ვღალატობდი და ეს ბუნებრივად მიმაჩნდა, თვითონ კი თუნდაც ასეთ გარემოებაში რომ მენახა, ალბათ შემომაკვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა. *** ხშირ-ხშირად ვიმეორებდი ერთი ჩემი ძმაკაცის სიტყვებს: „ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცოლიაო“. სიყვარულს რომ აღარ ვგრძნობდი ჩემი ცოლის მიმართ და სურვილს, ეგ არ მაწუხებდა. ბუნებრივად მიმაჩნდა. მაგრამ უბედურება ის იყო, ზოგჯერ აუტანელი გაღიზიანება მეუფლებოდა; მაღიზიანებდა მისი მანერები, გამომეტყველება: როგორ მხვდებოდა შინ შესვლისას; ტელეფონით როგორ გააბამდა ხოლმე ლაპარაკს ყალბი ხმითა და მოჩვენებითი გულითადობით, რაღაცნაირად რომ წელავდა სიტყვებს. კიდევ კარგი, გარე...

ხორხე ლუის ბორხესი - ჯვარცმული ქრისტე

Image
იგი ფეხებით ეხება მიწას. ჯვრები ერთი სიმაღლისაა. ქრისტე არ არის შუაში. იგი მესამეა. მკერდი დაფარულია შავი წვერით. სახე ისეთი არა რის, როგორიც გრავიურებში, – ებრაული მკაცრი იერით. მე მას ვერ ვხედავ და ჩემი აღსასრულის დღეებამდე დაუღალავად ყველგან უნდა ვეძებო. ბოლომდე დასუსტებული, იგი უსიტყვოდ იტანჯება. დასერილი აქვს შუბლი ეკლის გვირგვინისგან. მას არ ესმის დაცინვა ბრბოსი, რომელიც პირველად არ მისჩერებია სიკვდილს მისას ანდა სხვისას. ყველაფერი ერთია. იგი ჯვარზეა გაკრული. ბოდვისას იგი ხედავს სამეფოს, რომელიც, შეიძლება, მას ელოდება, და იმასაც, ვისთან დაახლოებაც ვერ შეძლო. და არაფერი უწყის მან თეოლოგიასა და გნოსტიციზმზე, მიუწვდომელ სამებაზე, ტაძრებზე, ოკამას სამართებელსა და ლიტურგიაზე, მეწამულ სამოსელსა და მიტრაზე, და გუტრუმას ხმალთან ნათლობაზე, ინკვიზიტორებსა და მსხვერპლთა სისხლზე, ბოროტ ჯვაროსნებზე, ჟანა დარკზე და პაპებზე, იარაღს რომ აკურთხებენ. მან იცის: იგი ღმერთი კი არა, ადამიანია და ...

როგორ აღმოჩნდა ედვარდ მუნკის მუზა კნუტ ჰამსუნის რომანში?!

Image
ედვარდ მუნკი - მადონა 1899 და 1901 წელს, მადათოვისა და ხიდის ქუჩებზე, ერთმანეთის პირისპირ მდებარე ორ გამორჩეულ სასტუმროში, ორი ცნობილი ნორვეგიელი ცხოვრობდა.  ერთი მხრივ ყოფილ სასტუმრო „ლონდონში“ გაჩერებული მომავალი ნობელიანტი მწერალი - კნუტ ჰამსუნი და მისი მეუღლე, რომლებიც, როგორც ამბობენ, მალულად მოგზაურობდნენ; მეორე მხრივ კი ასევე ნორვეგიელი მწერალი, ფატალური ქალი, ცნობილი ხელოვანის ედვარდ მუნკისა და შვედი დრამატურგის - ავგუსტ სტრინდბერგის მუზა, პოლონელი მწერლის - სტანისლავ ფშიბიშევსკის  მეუღლე - დაგნი იუელი, რომელიც საყვარელმა სასტუმრო „გრანდ-ოტელის“ ნომერში მოკლა... დაგნი იუელი და კნუტ ჰამსუნი უცნობია, იცნობდნენ თუ არა კნუტ ჰამსუნი და დაგნი იუელი ერთმანეთს. ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს კინორეჟისორი ლიანა ელიავა: „ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან რაიმე შეხების წერტილი საქართველოსთან ერთდროულად დაკავშირებულ ორ ცნობილ ნორვეგიელ ქალს და კაცს: დაგნი იუელსა და კნუტ ჰამსუნს ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში? ისინი ხომ საერთო ნაცნობებ-მეგობრები...

რაზე საუბრობდნენ გიორგი მაზნიაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი 1921 წლის 24 თებერვალს?

Image
1921 წლის 24 თებერვალს, როდესაც ჩემი რაზმით ტფილისის რკინიგზის სადგურს დავუპირისპირდი, სადგურის შესასვლელთან მრავალი ავტომობილი შევამჩნიე. იმ ფიქრით, რომ შეიძლება მენახა მთავარსარდალი, ან მთავრობის რომელიმე წევრი და გამეგო დაწვრილებით უკან დახევის მიზეზი, სადგურისაკენ გავუხვიე.  დარბაზი გაჭედილი იყო ქალაქის მაცხოვრებლებით. ყველა ჩქარობდა წასულიყო მატარებლით, რომლებიც ერთი მეორეზე მიდიოდნენ მცხეთისკენ. მგზავრთა შორის შევამჩნიე პოეტების ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვგონებ, ლევან მეტრეველი. ისინი ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, როგორ მოქცეულიყვნენ: მთხოვდნენ, ამეხსნა მდგომარეობა. მათ ვუპასუხე: - ყმაწვილებო, არ ვიცი, რად აიღეს ხელი ტფილისის დაცვაზე და რად წავიდნენ მთავრობა და მთავარსარდალი, ალბათ, მათ ჰქონდათ სერიოზული მიზეზები. მაგრამ არ მესმის, თქვენ რად ტოვებთ დედაქალაქს! რამდენადაც გიცნობთ, თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ტფილისში, მიიღეთ ენერგიული ზომები მცხოვრებლების დასამშვიდებლად. ჩემი აზრით, თ...

რატომ გააღიზიანა სტალინი ლადო გუდიაშვილის ნახატმა?!

Image
ნაწყვეტი კანდიდ ჩარკვიანის წიგნიდან - "სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები" სტალინი მარტო „გერცოგოვინა ფლორის“ მარკის პაპიროსს სწევდა. ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში, რომლის მოწევაც დროდადრო მოეხალისებოდა, მაგრამ მაგიდაზე უცბად ჩვენი ფაბრიკის პაპიროსი გაჩნდა. მას „საქართველო“ ერქვა და კოლოფზე დოინჯშემორტყმული ქალი ეხატა. ქალის პოზა და მთელი სხეულის ნაკვთები საკმაოდ გამომწვევი შტრიხებით იყო შესრულებული. ჩანდა, რომ პაპიროსის კოლოფი მაგიდაზე რომელიღაც სტუმარმა დადო. სტალინმა კოლოფი აიღო, ყოველი მხრიდან დაათვალიერა და განსაკუთრებით ქალის ფიგურას დააკვირდა. - საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, უნდა სხვები მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს. - მხატვრები კი გვყავს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ჩვენ ეს სურათი არ შეგვიმჩნევია. - ეტიკეტი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, გ...

გაბრიელ გარსია მარკესი - მარიო ვარგას ლიოსა: დიალოგი რომანის შესახებ

Image
ლიოსა – მწერლის საქმე სხვაა, ინჟინრისა და არქიტექტორისა – სხვა. ხშირად გაოცებით კითხულობენ, ნეტა რისთვის არის მწერალი საჭიროო. ყველამ იცის, რისთვის არის საჭირო ინჟინერი, რისთვის არის საჭირო არქიტექტორი, რისთვის არის საჭირო ექიმი, მაგრამ აი, მწერალზე რომ მიდგება საქმე, შეყოყმანდებიან ხოლმე. ზოგიერთს მოეხსენება, რომ მწერალს რაღაც დანიშნულება აქვს, მაგრამ რა არის ეს დანიშნულება? მეც ჩემებურად ვყოყმანობ ხოლმე. ამიტომ გაბრიელს, პირველ ყოვლისა, ეს კითხვა მინდა დავუსვა – თქვი, რას ფიქრობ, როგორც მწერალი, რისთვის ხარ საჭირო. მარკესი – ასე მგონია, მწერალი მას შემდეგ გავხდი, რაც ვიგრძენი, რომ სხვა არაფრისთვის გამოვდგებოდი. მამაჩემი მეაფთიაქე იყო და, ბუნებრივია, სურდა, მის გზას დავდგომოდი და ფარმაცევტი გამოვსულიყავი. მე კი სულ სხვა მიდრეკილება მქონდა – ვექილობა მინდოდა იმიტომ, რომ ფილმებში ვექილები ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ, სასამართლოში თვით უიმედო საქმეებსაც კი მოიგებდნენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიძნელეების გადალახვის მერე მოვხვდი, ვიგრძენ...

არქიტექტურა და ფილოსოფია - ინტერვიუ ჟაკ დერიდასთან

Image
(ჟაკ დერიდასთან ინტერვიუს უძღვება ევა მაიერი) ევა მაიერი: არქიტექტურა ენა არაა. ამიტომ მისი წაკითხვა მაშინ ხერხდება, როცა მის პერიფერიებს მივმართავთ ხოლმე. იქ, სადაც ის ენასთან ერთად გვხვდება, რაღაცის რეპრეზენტატორი, იქ, სადაც ის აერთიანებს სხვადასხვა სისტემებს, ტექნიკებს, მეტყველებებს, რათა ნამდვილი შენობა აღმართოს. გავიხსენოთ პირველდამწყები მხატვრის თაურხელოვნება.  დედალოსი, უდიდესი კრონოსელი არქიტექტორი, თავისავე დამკვეთის, მეფე მინოსის მიერ, თავისსავე აგებულ ნაგებობაში – ლაბირინთში – გამომწყვდეული, რათა თავის თავის შედევრად ქცეულიყო, რათა ლაბირინთი სინამდვილეში განეცადა. აქ შეიძლება მივაგნოთ მითითებას აზრისა და მშენებლობის არაობიექტივირებულ მეთოდზე, რომელშიც მე უკვე ყოველთვის ვიმყოფები: ენასა და მის საცხოვრისში. რა ემართება არქიტექტორს და მის პერსპექტივას, როცა იგი ლაბირინთში შედის, რათა ლაბირინთად იქცეს? ემართება თუ არა იგივე, რაც ფილოსოფოსს, მაგალითად, ჰაიდეგერს? როგორ განვავრცოთ ეს პრობლემა ისე, რომ იგი არც თავის საზღვრებს გასცდეს, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ ის წარ...