ჩარლზ ბუკოვსკი: ბეროუზი ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და გულგრილი მზერით მიყურებდა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ სასტუმრო ნომერში ვიჯექი. ჩემი პრომოუტერი ჯო ვაშინგტონი ფანჯარასთან დამდგარიყო. უცბად დაგვიძახა: - აქეთ მოდი, უილიამ ბეროუზი ქუჩაზე გადმოდის. შენ პირდაპირ ნომერში ცხოვრობს. ხვალ კი მისი პოეზიის საღამოა. 

ფანჯარასთან მივედი და დავრწმუნდი, რომ ქვევით მართლაც ბეროუზი მოდიოდა. მაგიდასთან მივბრუნდი და ლუდი გავხსენი. ჩვენ მეორე სართულზე ვიყავით. ბეროუზმა საფეხურები ამოიარა, ჩემს ფანჯარას ჩაუარა, თავისი კარი გააღო და ოთახში სევიდა.

- გინდა შეგახვედრებ?
- არა.
[...]

ჯო ვოშინგტონი მობრუნდა. - ბეროუზმა მითხრა, რომ თავის ნომერში გელოდება. ვუთხარი, ჰენრი ჩინასკი (ჩარლზ ბუკოვსკის ლიტერატურული ალტერ-ეგო) შენს გვერდით ნომერში ზის-მეთქი. ნუთუ მართალს მეუბნებიო. კი-მეთქი. იმან კი არა, არ მინდაო.

[...]

ყინულის მანქანის საპოვნელად გავედი და ბეროუზის ნომრის შუშაბანდიდან კარს რომ ჩავუარე, დავინახე, რომ ბეროუზი ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და გულგრილი მზერით მიყურებდა.

[...]

- დარწმუნებული ხარ, რომ ბეროუზთან შეხვედრა არ გინდა?
- ჰო.
- ამ საღამოს აპირებს თავისი ლექსების კითხვას. იქნებ დარჩე?
- არა. ლოს ანჟელესში უნდა დავბრუნდე.
- როდესმე დასწრებიხარ მის პოეზიის საღამოს?
- ჯო, მე მხოლოდ შხაპის მიღება და აქედან გაჯმა მინდა. მიმიყვან აეროპორტამდე?
- რა თქმა უნდა.

სასტუმროდან რომ გავდიოდით, ბეროუზი ისევ ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და ან ვერ მხედავდა, ანდა თავს იკატუნებდა. ერთიც შევხედე და ჩავიარე. ჯიბეში ჩეკი მედო და მეშინოდა, რომ დოღზე არ დამეგვიანა...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში