აკა მორჩილაძის - Obole კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book მოხვდა!

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა. 

აკა მორჩილაძის "obOle" საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს.

შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული რომანი მოხვდა.

რომანი 2011 წელს არის გამოცემული. ნაწარმოების მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება...

სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი.

ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში