1984 და ცხოველების ფერმა | ჯორჯ ორუელი

ტოტალიტარული რეჟიმისა და ტირანიის ამსახველი ლიტერატურული სამყარო, სადაც არ არსებობს ინდივიდი, თავისუფლება, სიყვარული, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება და უმეცრება - ძალა; სადაც ცხოველები ადამიანდებიან და ადამიანები ცხოველდებიან. ჯორჯ ორუელის წიგნი გაფრთხილება და სამყარო, სადაც ადამიანები კარგავენ ადამიანურ თვისებებს და უსულო არსებებად იქცევიან.


• დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმისათვის, რომ დიქტატურა დამყარდეს.

• არსებობს მმართველი ჯგუფის შეცვლის ოთხი გზა: ის ან გარედან მარცხდება, ან ისე არაეფექტურად მართავს, რომ მასები ჯანყდებიან, ან დაუშვებს იმას, რომ შეცვლილ იქნას ძლიერი და უკმაყოფილო საშუალო ჯგუფით, ან თვითონვე კარგავს თვითრწმენას და მართვის შინაგან ნებას.

• ძველ დესპოტიზმთა ბრძანება იყო - „შენ აღარ იარსებებ“, ტოტალიტარებისა - „შენ იქნები“, ხოლო პარტიის ბრძანება არის - „შენ ხარ“.

• ომი - მშვიდობაა, მონობა - თავისუფლება, უმეცრება - ძალა. მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია - ომის საკითხებით, ჭეშმარიტების სამინისტრო - სიცრუით, სიყვარულის სამინისტრო - წამებით, დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით.

• მასების შეხედულებებს პარტია სრულიად ინდეფერენტულად უყურებს. მათ შეიძლება მიეცეს ინტელექტუალური თავისუფლება, რადგან არავითარი ინტელექტი არ გააჩნიათ.

• მართლმორწმუნეობა ნიშნავს არაზროვნებას, აზროვნების არსაჭიროება, მართლმორწმუნეობა - არაცნობიერებაა.

• თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს. თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.

• ცხოვრება მარტივი რამეა, ადამიანს დროსტარება უნდა, პარტია ამას გიკრძალავს და შენც ისე არღვევ წესებს, როგორც შეგიძლია.

• არასდროს არცერთ კითხვას რომ არ სვამენ, სწორედ ასეთები უზრუნველყოფენ პარტიის სტაბილურობას - თუ პარტია იტყოდა, რომ ესა თუ ის მოვლენა არასდროს მომხდარა, მაშინ ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ეს არასდროს მომხდარა. თუ წარსული შეიცვალა მოცემული მომენტის საჭიროების მიხედვით, მაშინ სწორედ ეს ახალი ვერსიაა წარსული და არავითარ სხვა წარსულს არ შეიძლება ეარსება მანამდე.


• ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის! ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იღწვის.

• ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი. არცერთმა ცხოველმა არასდროს არ უნდა დაჩაგროს და არ უნდა მოკლას თავისივე მსგავსი.

• არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია.

„ანიმალიზმის“ შვიდი მცნება:

I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.

P.S. „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში