ოთარ ჭილაძე - გარეთ ისევ წვიმს
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...
მჯერა,რომ მცივა და მენატრები,
მაგრან ვერ გხედავ, როგორც სიცივეს...
გარეთ კი წვიმის სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს...
მე აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები!
არც მახსოვს - ვის რა ვუთხარი გუშინ...
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
შენს მხრებზე, თმებზე, მუხლებზე, სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, სხივიც...
შენ ხარ, აქამდე რაც უნდა მეთქვა...
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...