აკრძალული წიგნების სასაფლაო ქუვეითში |

2018 წლის 14 ნოემბერს, The Guardian-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქუვეითში 5 წლის მანძილზე აკრძალულ 4000 წიგნზე (მათ შორის: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“,  „მარტოობის ასი წელიწადი“, „ძმები კარამაზოვები“) იყო საუბარი.

აღსანიშნავია, რომ ამ მასიური აკრძალვის მიუხედავად, ნოემბერში ქუვეითში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა... ფესტივალის სტუმრებს ადგილობრივი არტისტის ამბიციური ინსტალაცია დახვდათ - აკრძალული წიგნების სასაფლაო.

საკუთარი ინსტალაციით, ქუვეითელი ხელოვანი მოჰამედ შარაფი იმედოვნებდა, რომ ქუვეითში, წიგნების მასობრივ აკრძალვასა და ცენზურაზე მთელ მსოფლიოს აალაპარაკებდა.

საკუთარ მიზნებზე არტისტი ერთ-ერთ ინტერვიუში თავად საუბრობდა:


„რატომ შევქმენი ასობით აკრძალული წიგნის სასაფლაო ქუვეითში?!

რამდენიმე თვის წინ, ქუვეითის ხელისუფლებამ 4 300-ზე მეტი წიგნი აკრძალა. ამ დროს, ჯერ კიდევ ნიუ იორკში ვცხოვრობდი და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ისეთი ინსტალაციის შექმნა იყო, რაც ამ წარმოუდგენელი და მიუღებელი ცენზურის შესახებ აალაპარაკებდა საზოგადოებას.

სექტემბერში, ქუვეითში დაბრუნების შემდეგ, შევამჩნიე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და აქტივობები არათანმიმდევრული იყო. სწორედ ამან მიბიძგა გადამედგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ პრობლემის შესახებ საზოგადოების ფართო მასებს აალაპარაკებდა.

ამ თემაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვმსჯელობდი და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდი, რომ გეგმა ქუვეითის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის მომეყვანა სისრულეში. მნიშვნელოვანი იყო ინსტალაციის ადგილმდებარეობაც, რადგან ფესტივალზე მოსულ ხალხს ხელისუფლების მიერ აკრძალული, „დაკრძალული“, წიგნები საკუთარი თვალით უნდა ენახა და ადეკვატური დასკვნები გამოეტანა.


ინსტალაცია წარმოადგენდა აკრძალული წიგნების სასაფლაოს: თითოეული საფლავის ქვა წიგნს წააგავდა და მასზე ნაწარმოების სათაური ხელით იყო წაწერილი. საერთო ჯამში, საუბარია 4 300-ზე მეტ წიგნზე, რომელიც ქუვეითში 2013-2018 წლებში აიკრძალა. თითოეულ ქვას წითელი ფერის ბეჭედი ჰქონდა დასმული - „აკრძალულია ქუვეითში“.


სწორედ ეს ჰეშთეგი გამოვიყენე სოციალურ ქსელებშიც.

წიგნის ფესტივალის გახსნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ინსტალაცია აიღეს. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, რადგან აღნიშნული სივრცის გამოყენების ნებართვა არ მქონია.

მიუხედავად ამისა, მქონდა კონკრეტული გეგმა - ფოტოებზე ამესახა ინსტალაცია და ცენზურის ეს აღმაშფოთებელი ფაქტი სოციალური თუ ტრადიციული მედიის საშუალებით გამევრცელებინა, რათა საკითხის ირგვლივ ხმამაღალი დისკუსია დაწყებულიყო.“


წყარო - The Art Newspaper

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“