Posts

Showing posts from March, 2019

ჯორჯ ორუელი - პატივი კატალონიას

Image
ჯორჯ ორუელის ამ სასტიკ წიგნს ერთი უცნაურობა ახასიათებს - ომის კოშმარული პერიპეტიების გავლით იგი სწორედ შეუძლებლის ზღვარს გადალახავს და შესაძლებელს ხდის, დაგვანახოს: თვით გაუსაძლის პირობებში, ომის ამაზრზენ აბსურდში, ტალახში, სიცივეში, სიბინძურეში, შიმშილსა და სისასტიკეში როგორ შეიძლება გადარჩე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გადარჩე პიროვნებად და ღირსება შეინარჩუნო. *** რევოლუციისა და მომავლის რწმენა არსებობდა; გრძნობა იმისა, რომ ხალხი უეცრად თანასწორობისა და თავისუფლების ეპოქაში აღმოჩნდა. ადამიანები ცდილობდნენ მოქცეულიყვნენ როგორც ადამიანები და არა როგორც კაპიტალისტური მანქანის კბილანები. სადალაქოებში გამოკრული იყო ანარქისტების განცხადებები (თვით დალაქები, მეტწილად, ანარქისტები იყვნენ): „დალაქები მონები აღარ არიან“. ქუჩებში ეკიდა პლაკატები, რომლებიც მეძავებს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. ინგლისურენოვანი რასის მოხარშული, ზიზღით აღვსილი წარმომადგნელებისთვის აქ არსებობდა რამდენადმე პათეტიკური გამონათქვამები, ისეთივე სიტყვასიტყვითი გაგებით, როგორითაც იდეალისტ ეს...

უმბერტო ეკო - პრაღის სასაფლაო

Image
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“. *** ფრანგები იმდენად ამპარტავნები არიან, რომ ფრანგის გარდა ყველა ველური ჰგონიათ, საყვედურის მოსმენაც არ შეუძლიათ. თუ გინდა, ფრანგს საკუთარ თავზე ცუდი ათქმევინო, სხვა ერი უნდა მოიხსენიო ცუდად, მაგალითად, თქვა, ჩვენ, პოლონელებს, ესა და ეს ნაკლი გვაქვსო; და რადგან არ შეუძლიათ, ვინმეს რამეში ჩამორჩნენ, თუნდაც ცუდში, მაშინვე გეცემიან, უჰ, ჩვენ, ფრანგები, უარესები ვართო! მაშინ კი იცოცხლე, მოაღებენ პირს, გალანძღავენ ფრანგებს და ვერც კი ხვდებიან, რომ ხაფანგი დაუგე. [....

მილოსელი ვენუსი |

Image
მილოსი ძვ.წ. 130-100, პაროსის მარმარილო, სიმაღლე 204 სმ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ნაყოფიერების, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტეს ანალოგი რომაულ პანთეონში. ბერძნული ქანდაკების ამ შედევრს მისი პოვნის დროიდან მეტად ამაღელვებელი ისტორია აქვს. 1820 წელს კუნძულ მილოსზე იგი უბრალო გლეხმა ანტიკური თეატრის მახლობლად, საკუთარ ყანაში აღმოაჩინა ორ ჰერმასა და წარწერის ფრაგმენტებთან ერთად, რაც მაშინვე აცნობეს კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩს. ქანდაკება საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა და ლამის გაემგზავრა კიდეც საბერძნეთში ბერძნული ხომალდით. როგორც ჰყვებიან, ბოლოს, დაპირისპირება მოხდა, მილოსის რეიდზე მყოფმა ფრანგული ხომალდის ქვემეხებმა გაისროლა და ასე მიაღწია ქანდაკებამ პარიზამდე, სადაც იგი ლუი XVIII-ს აჩუქეს. მან კი 1821 წელს ვენუსი მილოსელი ლუვრს უბოძა. ჯერ კიდევ აღმოჩენის დროიდან, მარმარილო ორად იყო გატეხილი და აკლდა ხელები და მარცხენა ფეხი. მართალია, ეცადნენ ხელახალი გათხრებით დანაკლისი შეევსოთ, მაგრამ - ამაოდ. ეს ზებუნებრივი აღნაგობის ულამაზ...