Posts

Showing posts from August, 2019

როჯერ ზელაზნი - ამბერის ცხრა პრინცი

Image
ამბერის ქრონიკები - წიგნი #1 როგორც ჩანს, ადამიანები ვერასოდეს დაძლევენ პრობლემებთან დაკავშირებულ ცნობისმოყვარეობას. *** ამბერი! ამ სიტყვაში რაღაც ცოცხალი და ძლევამოსილი ენერგია ფეთქავდა. *** ძალიან მიყვარს ბიბლიოთეკები. ლამაზი და ბრძნული სიტყვების გარემოცვაში ყოველთვის კარგად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძალა, რომელსაც სამყაროს შავბნელი აჩრდილების შეკავება შეუძლია. *** ძალიან ძნელია, საკუთარი თავი უცხო კაცივით გამოიკვლიო. რაც შენშია, იმის გამიჯვნა და ცალკე შესწავლა შეუძლებელია. *** ყველა გზა ამბერში მიდის! - ისეთი კილოთი თქვა რენდომმა, თითქოს ეს აქსიომა ყოფილიყოს. *** პირადი ემოციები ხელს უშლის კარგ პოლიტიკას, იურიდიულ გადაწყვეტილებებსა და საქმიან ურთიერთობებს. *** კოცონით განათებულ მდელოზე სამი კაცი გამოვიდა და მიმოიხედა. ორმა მათგანმა ჩაიმუხლა და მიწა დაყნოსა. შემდეგ სამივე ჩვენს მხარეს შემოტრიალდა და ჩვენკენ დაიძრა. - უეირები, - ჩამჩურჩულა რენდომმა. მერე საოცრება მოხდა. ბუნდოვნად დავინახე, რო...

ზურაბ აბაშიძე - ცივი ომი, წარსული თუ დღევანდელობა?

Image
ამბობენ, რომ 1940-იან წლებში სტალინმა კრემლში სასულიერო პირი მიიღო, რომელიც შეხვედრაზე სამოქალაქო ტანსაცმლით მისულა. ამის გამო სტალინს „უხუმრია“:  შენ გეტყობა, ჩემი უფრო გეშინია, ვიდრე ღმერთისო. II მსოფლიო ომის მიწურულს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც, უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონსა და ლონდონში, ალბათ, ეს კითხვა ტანჯავდათ: ღმერთის რისხვა უფრო საშიში იყო, თუ სტალინის პოლიტიკა? *** II მსოფლიო ომში გამარჯვებული „დიდი სამეულის“ (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ლიდერებიდან, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი რომანტიკოსი ფრანკლინ რუზველტი იყო. მას სჯეროდა, რომ მოკავშირეები ომის შემდგომაც გააგრძელებდნენ თანამშრომლობას, რაც მსოფლიოს ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანდა. *** უინტსტონ ჩერჩილი თვლიდა, რომ „კაცობრიობის ისტორიაში ყველა ტირანიათა შორის ყველაზე საშინელი, დამანგრეველი და საზიზღარი ბოლშევიკური ტირანიაა“. *** სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ევროპაში არა გავლენის სფეროს გაფართოება, არამედ გერმანიის ოკუპაციის ჩანაცვლება კომუნისტური რეჟიმით. ეს კი აშკარად ამსხვრევდა რუზველტ...

მალალა იუსაფზაი - მე ვარ მალალა |

Image
„ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა“, მალალა იუსაფზაი... 14 წლის პაკისტანელმა გოგონამ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. მინგორაში, სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე მალალას შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილ გოგონას სოლიდარობა მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა.  "მე ვარ მალალა" ავტობიოგრაფიაა, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა პაკისტანის ისტორიას, რიგითი პაკისტანელების ცხოვრებას თალიბანის მმართველობის დროს. დღეს მალალა ოჯახთან ერთად ინგლისში, ბირმინგემში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პაკისტანში ქალებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლებათ.  მალალა იუსაფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. *** გოგო, რომელიც სწავლის უფლებისთვის იბრძოდა, თალიბ...

იოსებ გრიშაშვილი - პუშკინის ძეგლის ისტორიისათვის |

Image
ჯერ კიდევ 1889 წელს „ივერია“ აუწყებდა ქართველ მკითხველებს: „განზრახვა აქვთ ტფილისში პატარა ძეგლი დაუდგან რუსის პოეტს პუშკინს, ძეგლზე წარწერილი იქნება ადგილები ზოგიერთი მისი ლექსიდან კავკასიისადმი მიძღვნილი. სასულიერო სემინარიის პირდაპირ დაუდგამენ ძეგლს, ერევნის მოედნის ახალ ბაღში. ძეგლი უნდა შეუკვეთონ მიუნხენში ოტტო-გაფს. ძეგლი დაჯდება 1500 მან. უკვე ხელის მოწერაა გამართული („ივერია“, 1889 წ. #264). მაგრამ ძეგლი მოგვიანებით დასდგეს - 1892 წელს, 25 მაისს. თვით ბაღი რამდენიმე წლით ადრე იყო გაშენებული, და ხალხი „ახალ ბაღს“ უწოდებდა; „პუშკინის სკვერი“ - ძეგლის საზეიმო გახსნის შემდეგ დაერქვა (1892 წ.) ძველად ამ ადგილას ბაზარი იყო (ერევნის მოედნის ბაზარზე იხ. ჩემი წერილი - „ლიტ. - გაზეთი“, 1934, #23). ეს ბაზარი ნაშთი იყო იმ დიდი და აურზაურიან ბაზრისა, რომელიც ცოტა ზევით, ერევნის მოედნის შუაგულში იყო გამართული 30 წლებში. როცა ვორონცოვის ინიციატივით თამამშევმა აქ თეატრი და ქარვასლა ააგო (1847 წ.), მაშინ ეს ბაზარი ცოტა ქვევით გადაიტანეს, სწორედ იქ, სადაც ამჟამად პუშკინის სახელობის ბაღი...

გელა ჩარკვიანი - ნაცნობ ქიმერათა ფერხული |

Image
„არ გეტყვით, არაფერსაც არ გეტყვით! თქვენ, ელჩებს, ერთი ცუდი თვისება გაქვთ: როცა პენსიაზე გადიხართ, მემუარების წერას იწყებთ“, - ედუარდ შევარდნაძე *** ძალაუფლებასთან სიახლოვე ქალებს ხომ აღაგზნებს და უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის. მათ მიერ ქმრების მუდმივი წაქეზება რომ არა, კაცობრიობა დღემდე ქვის ხანიდან ვერ გამოაღწევდა. ისე რომ, დღევანდელი ცივილიზაცია თავისი არსებობით სწორედ ქალებს უნდა უმადლოდეს. *** შევარდნაძის მოსმენის მანერა – მთელი შენი მონოლოგის განმავლობაში იგი არც ჟესტებით, არც სიტყვებით და არც რაიმე შორისდებულით არ გატყობინებდა, მოსწონს თუ არა ის, რასაც შენ უყვები. არ ვიცი, იყო ეს საგანგებოდ მოფიქრებული ფანდი თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე, კონკურენტების დათრგუნვასა და მის წინსვლაში ამ თვისებამ როლი ითამაშა. *** ზეცენტრალიზებულ საბჭოთა კავშირში, სადაც მოსკოვის გაუვლელად ვერავინ და ვერაფერი გასცდებოდა ქვეყნის საზღვრებს, ცენტრიდან მოვლენილი ბიუროკრატი ვერასდროს დაუშვებდა, რომ ვიღაც პროვინციელი შეიძლებოდა მასზე მეტად ყოფილიყო ნ...