Posts

Showing posts from September, 2019

კირილ ზდანევიჩი - იაკობ ნიკოლაძე [ნაწყვეტი]

Image
იაკობ ნიკოლაძის შემოქმედების გვირგვინად უნდა ჩაითვალოს ბიუსტი აკაკი წერეთლის . თქვენ აღტაცებაში მოჰყავხართ ამ გამოჭრილს ქვას, რომელიც თრთის სიცოცხლით და სილამაზით. რაოდენი გამოსახვითი ძალაა და რა დიდი ღვთიური შემოქმედებაა აქ დაგროვილი.  ეს ბიუსტი იწვევს საკვირველებას თავისი ოსტატობით და თავისუფლებით. მსხვილი მასსა დატვირთული არ არის მოსაწყენი დეტალებით. კონტურების პლასტიური კეთილშობილება პოეტის ღვთიურობით გავსილ სახეს. ი. ნიკოლაძის ყველაზე შესამჩნევი ნამუშევარია ილია ჭავჭავაძის საფლავზე დამდგარი იმისი „საქართველოს მწუხარება“. აქ სწორი კომპოზიციით არი დალაგებული არიტეკტორული მასსები-მშვენიერი ანსამბლი წმინდა ხაზების. აქ გამოსახულია ზედმიწევნილი სევდა მწუხარე სამშობლოსა. გაზეთი „ბახტრიონი“, #22, 1922 წ.

ჯონ სტაინბეკი - კონსერვის რიგი |

Image
„კონსერვის რიგი“ დიდი ამერიკელი მწერლის - ჯონ სტაინბეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. წიგნი 1945 წელს გამოიცა და ერთი ქუჩის ცხოვრებას აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მონტერეიში (კალიფორნია).  მაღაზიის ჩინელი მეპატრონე ლი ჩონგი, რომელიც უდრეკი კაცია, თუ საქმე ლობიოს კონსერვს ეხება, მაგრამ თანაგრძნობით სავსე, თუ ბაბუის ცხედარზე ფიქრობს; დიდებული ქალი დორა და მისი გოგოები ბორდელ „დათვის დროშიდან“; მხატვარი ჰენრი, ნაოსნობა რომ უყვარს, მაგრამ წყლის ეშინია; „მაწანწალების სასახლის“ სახელით ცნობილი მაკისა და მისი ძმაკაცების ჯგუფი, რომლის არც ერთ წევრს არ ჰყავს ოჯახი, არც ფული აქვს და არც არავითარი ამბიცია, ჭამა-სმის, სიამოვნების, ხიფათისა და თავგადასავლების გარდა - ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან. ამ ამბის შუაგულში მოქცეულია ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრე, ტანმორჩილი დოკი, კაცი, რომელიც ქრისტესაც ჩამოჰგავს და სატირსაც. აი, ისეთი, ყველას რომ ეიმედება. „დოკი ჯიგარია!“ - ამბობენ კონსერვის რიგის მცხოვრებლები დ...

მარიო ვარგას ლიოსა - ხუთი კუთხე

Image
„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული. რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს. „ხუთი კუთხე“ ლიოსას აზრით, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.  კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა. *** ის, ვინც თავისთვის იცინის, ჩადენილი ცოდვები ახსენდება. *** ყველასთვის საძულველი იყო, ნიშნავს, რომ შენი ეშინიათ და გაღიარებენ. ეს პერუელებს კარგად ეხერხებათ. ისინი იმ ფეხსაცმელებს ლოკავენ, რ...