კირილ ზდანევიჩი - იაკობ ნიკოლაძე [ნაწყვეტი]

იაკობ ნიკოლაძის შემოქმედების გვირგვინად უნდა ჩაითვალოს ბიუსტი აკაკი წერეთლის. თქვენ აღტაცებაში მოჰყავხართ ამ გამოჭრილს ქვას, რომელიც თრთის სიცოცხლით და სილამაზით. რაოდენი გამოსახვითი ძალაა და რა დიდი ღვთიური შემოქმედებაა აქ დაგროვილი. 

ეს ბიუსტი იწვევს საკვირველებას თავისი ოსტატობით და თავისუფლებით. მსხვილი მასსა დატვირთული არ არის მოსაწყენი დეტალებით. კონტურების პლასტიური კეთილშობილება პოეტის ღვთიურობით გავსილ სახეს.

ი. ნიკოლაძის ყველაზე შესამჩნევი ნამუშევარია ილია ჭავჭავაძის საფლავზე დამდგარი იმისი „საქართველოს მწუხარება“. აქ სწორი კომპოზიციით არი დალაგებული არიტეკტორული მასსები-მშვენიერი ანსამბლი წმინდა ხაზების. აქ გამოსახულია ზედმიწევნილი სევდა მწუხარე სამშობლოსა.

გაზეთი „ბახტრიონი“, #22, 1922 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში