Posts

Showing posts from October, 2019

პორტრეტი - პოლ სეზანი

Image
„არასრულფასოვანი ხელოვნება“, „ნიჭიერებას მოკლებული ოსტატობა“, „დაუმთავრებელი მხატვარი“ - მთელი ეს ლეგენდა, რომელიც ზოლამ, დიურანტიმ და მათმა წრემ გამოიგონა, დიდხანს აბრკოლებდა სეზანის ხელოვნების გაგებას. *** ზოგჯერ სეზანის სულში პროტესტი იფეთქებდა ხოლმე სხვათა აზრებისა და საკუთარი დეპრესიის წინააღმდეგ. „მე უკვე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ვარ იმათ შორის, ვინც გარს მახვევია“ (1874). „ცოცხალ ფერმწერთა შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი მხატვარი - ეს მე ვარ“. „ყოველ კანონპროექტში ორი ათასი პოლიტიკანი მაინც მონაწილეობს, მაშინ როდესაც სეზანი მხოლოდ ერთხელ იბადება ორას წელიწადში“. მაგრამ ეს მხოლოდ უეცარი აფეთქებები იყო, რომლებიც სწრაფადვე ქრებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სეზანის მორალურ დასაყრდენს მხოლოდ ახალგაზრდა მხატვრების აღტაცება და თავისი საქმე წარმოადგენდა - დაძაბული, სასტიკი შემართება, რითაც მხატვარი ბრძოლაში იწვევდა როგორც საყოველთაო უგულებელყოფას, ისე საკუთარ ეჭვებს. *** ჰუმანიტარულმა განათლებამ და ლიტერატურის მგზნებარე სიყვარულმა, რის გამოც სიჭბუკეში იგი ერთხანს ყოყმ...

მარიო ვარგას ლიოსა - ცუდი გოგოს ოინები

Image
ცუდი გოგოს ოინები დიდი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს. რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების არაორდინარული ურთიერთობა. ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: „როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?“ *** ყველანი, ვინც პარიზში ცხოვრობენ, მიისწრაფიან იყვნენ მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, თეატრის დირექტორები, სადოქტორო დაი...

პორტრეტი - პოლ გოგენი

Image
ცხოვრობდე როგორც ხელოვანი - სხვა არის, და იყო ხელოვანი - სრულიად სხვა რამ. ჩვენ შეგვიძლია ჩინებულად გავიგოთ რენუარის ან სეზანის ხელოვნება, ისე, რომ არაფერი ვიცოდეთ მათ ცხოვრებაზე. მაგრამ სულ სხვაა გოგენი. ვისაც კი გოგენზე რამე დაუწერია, მისი ცხოვრების ამბები უფრო აინტერესებდა, ვიდრე მისი ხელოვნება, რომლის შეცნობასაც ეს გარემოება, ცხადია, აძნელებდა. და თუმცა გოგენის მიერ ხელოვნებისათვის გაღებული მსხვერპლი ჭეშმარიტად გმირული საქციელი იყო - მან სიცოცხლე შესწირა მხატვრობას. *** ჟან-ჟაკ რუსოს წყალობით, „კეთილი ველურის“ ლეგენდა პოპულარული გახდა, მაგრამ, გოგენის გარდა, არავის შეუწირავს სიცოცხლე იმისთვის, რომ ეს ლეგენდა სინამდვილედ ექცია. *** პოლ გოგენი დაიბადა პარიზში, 1848 წელს. ბებიამისი, დედის მხრივ, ფლორა ტრისტანი, სენ-სიმონისტური ჰუმანიზმისა და თავისუფალი სიყვარულის მიმდევარი იყო და ეჭვით შეპყრობილმა ქმარმა დასჭრა იგი, რისთვისაც ოცწლიანი კატორღა მიუსაჯეს. გოგენის ხასიათის ნათელსაყოფად ზოგჯერ ამ მემკვიდრეობით თვისებებსაც მოიხსენიებენ ხოლმე; იმასაც ამბობენ, რომ მის ძარღვებში...

გიორგი ლეონიძე - ცხოვრება ფიროსმანისა |

Image
(წიგნიდან „ცხოვრება ფიროსმანისა“) წინაპირველი სიტყვა  ფიროსმანიშვილის ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა დავიწყე 1922 წელს. ჩაწერას ვაწარმოებდი დღიურის სახით. 1930 წელს მარტის-აგვისტოს თვეებში ჩემი დღიური ისევ განახლდა კიტა მეგრელიძის და დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით. ფიროსმანის ცხოვრების დეტალებთან ერთად, როგორც პირველად, ისე ეხლა თან მისი ბიოგრაფიის ფონიც მაინტერესებდა. მასალების შესაკრებად მე ვინახულე ღვინის ვაჭრები, ქუჩის მხატვრები, მღებარები, საზანდრები, მეთევზეები, დალაქები, მემწვანილეები, ყასბები, მედროგეები, მეჩექმეები, რკინიგზის კონდუქტორები და სხვა - მხატვრის მეგობრები, მცნობები და პატივისმცემლები, მე იქვე ვიწერდი მათს ნაუბარს „საწყალ ნიკალაის“ უბრალო ცხოვრებაზედ და ფაქტებს მათი საკუთარი თავგადასავლიდანაც. მრავალი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა მათთან შეხვედრებში ფიროსმანის ბიოგრაფიის გასაკრვევად.  ამ ნედლ მასალას, რაც სტენოგრაფიული სისწორითაა თითქმის ჩაწერილი და უმეტესად დაუმუშავებელიცაა, - ახლა ვაქვეყნებ მათივე პასუხისმგებლობით. გიორგი ლეონიძე *** ...