Posts

Showing posts from February, 2020

ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი - „სუყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!..“ |

Image
„ჩვენ მივიღეთ ამ დღეებში უფ. ალ. აბაზაძისაგან ქართულად ნათარგმნი პატარა საყმაწვილო წიგნი, სახელად „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“. მივიღეთ, წავიკითხეთ და ყველა დედ-მამას ვურჩევთ, რომ თავიანთ პატარაებს წაუკითხონ. ბედნიერი იქნება ჩვენი საყმაწვილო ლიტერატურა, რომ ამისთანა ჩინებულის ენით, კარგის აზრითა და მიმართულებით დაწერილი წიგნები ბლომად ჰქონდეს. მაგრამ მშრალ ქებას ისა სჯობიან, რომ თვით ამ წიგნიდამ ამოვიღოთ რამდენიმე სტრიქონი ნიმუშათ და ვაჩვენოთ მკითხველს - თუ როგორ არის ეს პატარა წიგნი დაწერილი: თვითონ წიგნი ლამაზათ არის გამოცემული, ჩინებული ასოებია. ფასი კი - სამი შაური - ცოტა ბევრია ამისთანა ნამცეცა წიგნისთვის. „ერთ დილას, როცა ბანჯგვლიანი (ფუთკრის სახელია) მინდვრიდგან დაბრუნდა, ერთი რაღაც ვაი-ვაგლახი შემოესმა: ეს მთელი ფუთკრები სულ ერთიანად გუგუნებდნენ და რაც კი შეეძლოთ საშინლათ ბზუოდნენ. ამ გუგუნში რაღაც მხეცის ღრიალიც ისმოდა. ბანჯგვლიანი მიახლოვდა და შეჩერდა: ფუთკრები ასობით და ათასობით სკიდგან გამოცვივნულიყვნენ და შეუპოვრად საფუთკრის გარშემო ტრიალებდნენ. ამ ყვირილ-ღრიალით...

ზვიად კვარაცხელია - ხარი ხანისთვის |

Image
– მამაჩემისთვის უთქვამს... მე არც გამიგია, ეზოში ვიყავი რაღაც საქმეზე ჩასული... შენისთანა ბიჭებს თუ არ ვენდე და გვერდში არ დავიყენე, ქვეყანაა სამართავი, ფეხზე დასაყენებელი და მარტო რას გავხდებიო... – ეს როდის იყო? – აი, დიდი გაწევ-გამოწევა რომ შეიქნა და ტანკები დაიძრნენ დასავლეთისკენ. ყველა ამბობდა, მიწასთან გაგვასწორებენ, ჩვენს დასასჯელად და გადასაბუგად მოდიან ეს ტანკები, ბეტეერები, იარაღიანი ხალხი, მაგათ განადგურება უნდათ აქაურობისა, ვეზიზღებითო. მეზობელი ბიჭი შემოვიდა იმ დილით, – ჭაკადაა ჩვენი საქმე, მდინარე გადმოლახეს და ბრიყვს და ჭკვიანს ერთიანად გაგვჟუჟავენო. დავფეთდი, ბავშვი ვიყავი. შიში ჩამეჭრა და ამირია გულგვამი. საღამოდრო იყო, მამაჩემი რომ დაბრუნდა ქალაქიდან და მაშინვე ავუხსენი ჩემი შიშის მიზეზი, არაფერი დამიმალავს. ჩაეღიმა ბრძენი კაცის ღიმილით – ნუ ნერვიულობ, გზაში კი არიან, მაგრამ არც ისე გამოვშტერებულვარ, ზედ შევაკვდე იმათ ტანკებსო. – ნეტა რას აპირებდა? – მაგის ტვინში, ღმერთმა იცის, რა პარტიები ირჩეოდა მაშინ, მაგრამ მჯერა, რომ რაც მერე მოხდა, ერთადერთი გამოსავა...