#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ბობ დილანი

„როდესაც განსაცვიფრებელი ახალი ამბავი გავიგე, გზაში ვიყავი და რამდენიმე წუთზე მეტი დრო დამჭირდა, რომ სათანადოდ გამეაზრებინა. დავიწყე ფიქრი უდიდეს მწერალზე – უილიამ შექსპირზე. ვფიქრობ, ის თავს დრამატურგად მიიჩნევდა. ის აზრი, რომ იგი ლიტერატურას ქმნიდა, ალბათ თავში არც კი მოსდიოდა. მისი სიტყვები სცენისთვის იწერებოდა. საჭირო იყო მათი ხმამაღლა წარმოთქმა და არა კითხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც „ჰამლეტს“ წერდა, ბევრ რამეზე ფიქრობდა: „რომელი მსახიობები გამოდგებიან ამ როლებისთვის?“ „როგორ უნდა დაიდგას?“ „მოქმედება ნამდვილად დანიაში უნდა ხდებოდეს?“ თავისი შემოქმედებითი ხედვა და ამბიციები, უდავოდ, ყველაზე მეტად აწუხებდა, მაგრამ არსებობდა ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებდა. „გვეყოფა თუ არა ფული?“ „საკმარისად კარგი ადგილები გვაქვს სპონსორებისთვის?“ „სად ავიღოთ თავის ქალა?“

შემიძლია ნაძლევი დავდო, რომ ყველაზე ბოლო რამ, რაზედაც შექსპირი შეიძლება დაფიქრებულიყო, იყო კითხვა: „ეს ლიტერატურაა?“

და არასოდეს ცხოვრებაში მე არ მქონია დრო საკუთარი თავისთვის დამესვა შეკითხვა: „ჩემი სიმღერები – ეს ლიტერატურაა?“

ბობ დილანს „ახალი პოეტური ექსპრესიის შექმნისათვის ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში“ ნობელის პრემია 2016 წელს მიენიჭა.


ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში