Posts

Showing posts from March, 2022

#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ალბერ კამიუ

Image
„მწერლის როლი განუყოფელია უმძიმეს ადამიანურ მოვალეობათაგან. დღეს მას არ ძალუძს იმათ მსახურებდეს, ვინც ქმნის ისტორიას, – პირიქით, იგი სამსახურში უდგას იმათ, ვის თავზედაც ტრიალებს ისტორიის ბორბალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მარტოობა და ხელოვანებიდან მოკვეთა ელის; და ტირანიის ურიცხვი არმიები თავიანთი მილიონიანი ლაშქრითურთ ვერ გამოიხსნიან მარტოობის ჯოჯოხეთიდან, მაშინაც კი – მეტადრე მაშინ – თუ ხელოვანი დათანხმდება, ამ არმიებს აუწყოს ფეხი. მაგრამ ერთი ყველასათვის უცნობი, საწამებლად და სასიკვდილოდ განწირული ტუსაღის დუმილიც კი სადღაც, ქვეყნიერების დასალიერს, კმარა საიმისოდ, რომ მხატვარი გათავისუფლდეს გაკიდეგანების სატანჯველისაგან, – ყოველ შემთხვევაში მუდამჟამს, როცა კი შეძლებს თავისუფლებისაგან ბოძებული პრივილეგიებით აღჭურვილმა გაიხსენოს ეს დუმილი და თავისი ხელოვნების ძალით იგი ყველას წილხვედრი გახადოს“. ალბერ კამიუს „ადამიანური სინდისის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის“ ნობელის პრემია 1957 წელს მიენიჭა. ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

„ნიუორლეანური ჩანახატები“, - ანუ ხელოვანის გამოსვლა თვითიზოლაციიდან | უილიამ ფოლკნერის პორტრეტი ახალგაზრდობისას

Image
ამა თუ იმ ნაწარმოებით აღტაცებულ მკითხველს სულ აქვს ფიქრი, თუ როგორ იბადება ესა თუ ის სიუჟეტი, ესა თუ ის აზრი, ესა თუ ის მელოდია ავტორის თავში და შემდეგ როგორ გადმოდის ის ფურცელზე. ყოველივე ამის აღმოჩენას მწერლის შემოქმედების გასაღების პოვნას ვუწოდებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი ხდება ყველაფერი.   ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გაბრიელ გარსია მარკესის „საუკუნის სკანდალი“, რეპორტაჟების, ჩანაწერებისა და მცირე ზომის ესსეების კრებული, გამოსცა. ამ წიგნმა ქართველ მკითხველს ცხადად დაანახა, თუ როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკიდან დიდ მწერლობაში კოლუმბიელი კლასიკოსი. აღნიშნულ ტექსტებში ვიგებთ, თუ როგორ დაიბადა დიდი მწერლის გონებაში ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა, მაკონდო, როგორია მისი თვალით დანახული ერნესტ ჰემინგუეი და ის სხვა საკვანძო თემები, რომლებიც მარკესის გენიალურობას წარმოაჩენს. ყველა დამეთანხმება, რომ ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ მარკესის მწერლობა უფრო გასაგები და დიდებული გახდა, ხოლო ჩვენ კი - მის ლიტერატურულ სიღრმეებსა და ლაბირინთებში გზა უფრო ...