Posts

Featured Post

ვარლამ შალამოვი - კოლიმური მოთხრობები

Image
  როდესაც მეკითხებიან, რას წერო, ვპასუხობ: მე მოგონებებს არა ვწერ, „კოლიმურ მოთხრობებში“ არავითარი მოგონებანი არაა. მე არც მოთხრობებს ვწერ – უფრო სწორად, ვცდილობ მოთხრობა კი არ დავწერო, არამედ ის, რაც არ იქნება ლიტერატურა. დოკუმენტის პროზა კი არა, არამედ პროზა, დოკუმენტივით გამოტანჯული. *** როგორც არ უნდა ახსნა, სიკვდილი არის სიკვდილი. ახნა-განმარტებისას შეიძლება იცრუო და ექიმები აიძულო, რომ შეთხზან ფრიად მაღალფარდოვანი დიაგნოზები – მთელი კლავიატურა ლათინურ დაბოლოებათა ზიზილ-პიპილებისა, თუკი არსებობდა რაიმე შესაძლებლობა მიგეთითებინა თანამდევი მიზეზები და მიგეჩქმალა მთავარი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელი იყო მიჩქმალვა მთავარისა, ექიმთა დასახმარებლად მოისწრაფოდნენ „პოლიავიტამინოზი“, „პელაგრა“, „დიზენტერია“, „სურავანდი“. არავის არ სურდა, რომ წარმოეთქვა სიტყვა „შიმშილი“. *** სიმპათიები იბადება სწორედ ამ უჩინარ ნიშან-თვისებათა აღმოჩენისას. კაცს კაცისათვის ჯერ ორი სიტყვაც არ უთქვამს და უკვე გრძნობენ ორმხრივ სულიერ სიახლოვეს, ან მტრობას, ან გულგრილობას, ანდა სიფრთხილეს. „გალიის“ გ...

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

Image
ბედნიერებას მკვახე ქლიავის და ზაფხულის მტვრიანი წვიმის, აღელვებისა და გაურკვევლობის და შაქრის ფხვნილმოფრქვეული წინათგრძნობების გემო ჰქონდა. *** ბებიაჩემი წარმომიდგენია ფუმფულალოყებიან გოგონად, რომელსაც ფირუზისფერი ლენტი უკეთია თმაში და ლაქის ფეხსაცმელები აცვია, სერიოზული, წელში გამართული ზის ნათელ ოთახში და ნაჭრის ცხვირსახოცზე გულწითელა ჩიტებს ქარგავს. ზუსტად ისე, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ რომ გვაქვს, ძველი ინგლისური გამოცემა, იქ რომ ხატია. მისი ნათელი და უზრუნველი ბავშვობა რომ მახსენდებოდა, ტანში მზარავდა, რადგან ბაბუდას მონაყოლიდან ვიცოდი, რომ მალე სიბნელე და წყვდიადი ჩამოწვებოდა მათ თავს, ბოროტი ჯადო გადაეფარებოდა ლამაზ, თაღებიან და მოოქრულსარკეებიან სახლს: ბოლშევიკები მოვიდოდნენ და ყველაფერს წაართმევდნენ. ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში ბოლშევიკები წყვდიადის ბოროტი ძალები იყვნენ, შავ მოსასხამებში გახვეულები, და ბერძნული მითოლოგიის წიგნში დახატული ციკლოპივით, ცალი თვალი ჰქონდათ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ბოლშევიკები კი არ მოვიდნენ და წავიდნენ, არამედ მოვიდნენ და სამოცდაათ წელს დარჩნენ დ...

ნინო ხარატიშვილი - ჩვენს ქალაქში. ჩვენი ეზო | „უკმარი სინათლე“

Image
„ვერაფრით ვეტყოდი, რომ ჩვენს ქალაქში ვერ გეყვარებოდა ის, ვინც გიყვარდა. რადგან ჩვენს ქალაქში საკუთარ სურვილებს ყველანი გავურბოდით. ჩვენს ქალაქში უარი უნდა გეთქვა ყველა ნატვრაზე, რომ ცხოვრებას უბედურებისთვის არ ეერთგულა. ჩვენს ქალაქში სწავლობდი საკუთარ თავთან გაუცხოებას და ეს იყო გადარჩენის საუკეთესო საშუალება. ჩვენს ქალაქში სიყვარული ხანმოკლე იყო და მზის ამოსვლისას გაფანტული დილის ნისლივით ქრებოდა.  ჩვენს ქალაქში ფაფუკი და სათუთი გოგოები დადიოდნენ, მათი ერთადერთი დანიშნულება საკუთარი ქმრების ღირსების დაცვა და მათთვის თბილი კერის დახვედრება იყო. გაჩენილიყვნენ, რომ უცხო სურათებად ქცეულიყვნენ.  ჩვენს ქალაქში გოგოები ოქროს თევზები იყვნენ, ბიჭები მათ აკვარიუმს უშენებდნენ, რომ შიგ ეცურავათ. ჩვენს ქალაქში გოგოები წვრილ ძაფზე გამობმული უფრთო ანგელოზები იყვნენ, მათ ის დედები, დეიდები, ბებიები აკავებდნენ, ვისაც თავის დროზე ასევე არ დაანებეს შორს გაფრენა.  ჩვენს ქალაქში ბიჭები იმ მამების, ბიძების და ბაბუების ასლები იყვნენ, ვინც მათსავით ვერ შეძლო, მანამ ეჯერა გული თამაშით, სანამ ერთ...

დავით წერედიანი - ფედერიკო გარსია ლორკა

Image
არაერთისაგან მსმენია: ლორკა მიყვარს, ოღონდ „ბოშური რომანსეროს“ გამოკლებით. ადვილი მისახვედრია, სიტყვა „ბოშური“ და სიტყვა „რომანსი“ აფრთხობთ, რუსულ „ციგანშჩინაში“ ერევათ, რომელიც ძალიან მაღალი გემოვნების გამოხატულებადაც არ არის მიჩნეული. არადა, ამ პატარა წიგნში – იგი ლორკას პოეტურ ხილვათა მწვერვალია – ვერც ბოშურ ეგზოტიკას წავაწყდებით და ვერც თაბორული რომანსების მოტკბო-მობანალურო ქვითინს. რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, მისი ჟანრული სახელწოდებაა. ვთქვათ, ჩვენი „ყივჩაღის ლექსი“ რაღაც სასწაულით ესპანური რომ გამხდარიყო, მას, არც მეტი, არც ნაკლები, „ყივჩაღის რომანსი“ ერქმეოდა. ხოლო ბოშურობა აქ არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ ციკლად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისაგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით. თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რაში მდგომარეობს ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით ...

#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ტომას სტერნზ ელიოტი

Image
„მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტურით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის ენა, – სულ სხვა შემთხვევაა. შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს, რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერთიანებს. მეორე მხრივ კი, უნდა გვახსოვდეს, თუკი ენა წარმოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწყობს ხელს ამ ბარიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენაზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღწევთ.“ ტომას სტერნზ ელიოტს „თანამედროვე პოეზიაში დიდი ნოვატორული წვლილისათვის“ ნობელის პრემია 1948 წელს მიენიჭა. ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“