ჟან კოკტო - ცრუ თომა

კლემანსი მსახიობად იყო დაბადებული, გოგონა მაყურებლად და მისი საყვარელი წარმოდგენა – “დედამისი” გახლდათ.

ჭეშმარიტება,თუნდაც ყალბი ბავშვთა ბაგეებიდან ღაღადებს.

ჭეშმარიტად ბრძენი კაცი ეფლობა, ზევით კი არ ადის, მხოლოდ სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ, თანდათანობით თუ გაითქვამს სახელს, საშუალო გონების კაცნი კი უფრო ადვილად იგდებენ ძალაუფლებას ხელთ.

სიყვარული სანამ მთელი ძალით გაბრწყინდება, ამახინჯებს, ახმობს, აუფერულებს ყველაფერს.

კაცი თუ მოკვდება, მაშინღა ვირწმუნებთ, რომ სამაგალითო ცხოვრება განვლო და მის მაღალ ზნეობაშიც ეჭვი არ გვეპარება.