ვისენტე ბლასკო იბანესი - მენაგვე

ქალაქის სასაფლაოს რომ გაუსწორდა, ნელეტი ქუდმოგლეჯილი გაიქცა, ვაითუ მკვდრებს უცბად საფლავებიდან წამოდგომა და დილის სიგრილეში გასეირნება მოუნდეთო.

მეორე სართულის სამზარეულოში ნეტელს მოახლე ელოდებოდა, რომელსაც მისთვის მუდამ შემონახული ჰქონდა წინა დღის ნარჩენები. ადრე მათ კატას უნახავდნენ, ახლა ნეტელი ნთქავდა.

ოთახებში ჯერ კიდევ არ დამჯდარიყო შეხუთულ ჰაერში დალაგების დროს ამდგარი მტვერი.

სასადილო ოთახში ჩამოკიდებულ სურათზე ახალგაზრდა ქალი სევდიანად გამოიყურება, თითქოს გრძნობს, რომ დედობა ნაადრევ სიკვდილს უქადის.

პატარა დავითი, რომელიც მზად იყო, ყველგან და ყოველთვის თავი დაეცვა, როგორც ეს ნამდვილ მამაკაცს შეშვენის, ამ გოლიათმა დააბნია - ასე ეშინია ღარიბს მართლმსაჯულებისა.

ბიჭისთვის არ არსებობდა საზოგადოებრივი სხვადასხვაობა. ქვეყანა მისი წარმოდგენით - სოფლელებად და სენიორებად იყოფოდა.

მარიეტა გაურბოდა ბავშვურ სიცელქესა და იმ უშუალო ბუნებრივ სიახლოვეს, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ახასიათებთ.

გზის ორივე მხარეს გადაჭიმული ბოსტნები ყმაწვილი მენაგვის გამოჩენისას შიშით კანკალებდნენ.

ზოგჯერ ნელეტს ნუგეშს გვრიდა ის ფიქრი, რომ სიბრაზისათვის საფუძველი არ ჰქონდა.
საკმარისია მიწას ოდნავი ყურადღებიდა და ზრუნვით მოეპყრო, რომ იგი ამ შენი ალერსის პასუხად მწვანე ხავერდოვანი ნოხით დაიფარება და არსობის პურით დაგასაჩუქრებს.