Saturday, November 5, 2011

ჰერმან ჰესე - ტრამალის მგელი


”ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ,თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმუიცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს. თუმცა ისსიც დასაშვებია, რომ თითი არავინ გაანძრიოს! მთელი ეს უთავბოლო ორომტრიალი ხელს უშლის ადამიანებს, ჩემსავით კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ ცხოვრებას, იგრძნონ მისი უაზრობა და წვრილმანობა, დაინახონ თავიანთი ყოფის ამაზრზენი, კბილებდაკრეჭილი ორჭოფულობა, უიმედო კაეშანი და სიმწარე!”


”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია. ჰოდა, ტრამალის მგელო, პირველად რომ გნახე, სწორედ ასეთი იყავი” ...