ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში
ცხოვრება მართლაც თამაშია, ყმაწვილო, ისეთი თამაშია, სადაც ყველა წესი უნდა დაიცვა.
შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო.(ჰოლდენი)
ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო. (ჰოლდენი)
ღმერთო რა საშინელებაა, როცა სადმე მიდიხარ და – "გზა მშვიდობისაო!", მოგაძახებენ.(ჰოლდენი)
ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული."
ერთხელ თუ დაარწმუნე თავი, ჭკვიანიაო, სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაგექცევა.
– აბა, რას ეუბნება ხოლმე ერთი კედელი მეორეს?..
– კუთხეში შევხვდეთ ერთმანეთსო!
ყველანი პირუტყვები ვართ, კარგად თუ განსჯი, ყველანი პირუტყვები ვართ.
ერთმანეთშია არეული სურვილი და მახსოვრობა!
...რაც ნაკლებს იღელვებ, მეტს იცოცხლებ.
ცოტა–ცოტა ყველას გვეჩქარება.
ადამიანი სიტყვით ახერხებს იმას, რომ ქვეყნად ყველაფერი გააფუჭოს და გაათახსიროს.
ბედნიერ ადამიანს ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდით, გამომლაპარაკებელი.
მასალის მოწოდებისათვის მადლობა - კარცერ ლუქსს(ელენე მდინარაძეს)