მარიო ვარგას ლიოსა - ქალაქი და ძაღლები
„ჩვენ ვთამაშობთ გმირებს, ვინაიდან ლაჩრებად ვართ დაბადებულნი, წმინდანებს, ვინაიდან ჭურჭელნი ვართ ბოროტებისა, მკვლელებს, ვინაიდან სული მიგვდის მოყვასის კვლაზე; ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი დღე და მოსწრება, ვინაიდან მატყუარებად გავჩენილვართ ამქვეყნად“ - ჟან პოლ სარტრი
თუ გინდა შენი იწამონ, მუშტები უნდა დაატრიალო.
ზუზუნი ძლიერდება, თითქოს დოლბანდში ბუზები გახლართულან და ვერა და ვერ გამომძვრალანო.
თურმე სულ ტყუილი ყოფილა, კაცმა ოცდაათი წელი მთავრობას ემსახურო. დიდი უმადური ყოფილა მთავრობა.
კაი რამე ყოფილა შურისძიება.
კვირაობით, ნასაუზმევს, წირვა იყო. სასწავლებლის კაპელანმა, მხიარულმა კაცმა, ომახიანი ქადაგება იცოდა. ენამჭევრულად, აგიწერდა რა უბიწონი იყვნენ დიდი მეომარნი, როგორ უყვარდათ იმათ პერუ და ღმერთი, დაგიხატავდა ოფიცრებს მისიონერებად, გმირებს - წამებულებად, ეკლესიას კი - ლაშქრად. კადეტები ამ კაცს პატივს სცემდნენ, კაი კაციაო, ამბობდნენ. ხშირად უნახავთ, ჩვეულებრივ სამოსში გადაცმული და გამობრუჟული, გასართობ უბნებში რომ დაეხეტებოდა და მსუნაგად აცეცებდა თვალებს.
საკმარისია რაღაც დიდი ამბავი მოხდეს, რომ ყოველივე სულ სხვანაირად გეჩვენოს.
მოგეხსენებათ ველურების ჯიუტი ხასიათი, თავში თუ რამე ჩაიდეს, ვეღარ ამოუგდებ.
უკანასკნელი ვიგინდარა უნდა იყო, შენს ქვეყანაზე უარი თქვა!
თითქოს ქარმა მოცელაო, ანაზდად მწკრივი ბალახში გაუჩინარდა. სწორედ ასე გადმოხვეტავს ხოლმე წაგებული მოთამაშე დომინოს ქვებს მაგიდიდან.
დისციპლინის გარეშე ყველაფერი შეიძლება წაირყვნას და დაიღუპოს.
სიჯიუტე ცუდი მოკავშირეა.
წმინდა სინდისი სამოთხეში გამოგადგებათ, სამხრეების მისაღებად კი არა.
წესდება მარტო შენს ხელქვეითებს უნდა მოაგონო, უფროსებს კი - ღმერთმა დაგიფაროს.