ორჰან ფამუქის ნახატები
„მხატვრისთვის მთავარია ფორმა და არა - საგანთა არსი, რომანისტისთვის მნიშვნელოვანია მოვლენების ურთიერთკავშირი და არა - მათი თანმიმდევრობა, მემუარისთისთვის კი - მოგონებების სიმეტრია და არა - მათი სინამდვილე“, ორჰან ფამუქი - „სტამბოლი, მოგონებები და ქალაქი“
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში - „სტამბოლი“ ორჰან ფამუქი აღნიშნავს, რომ 22 წლამდე ხატავდა და მხატვრობაზე ოცნებობდა. სტამბოლის ამერიკული ლიცეუმის „რობერტ კოლეჯის“ დასრულების შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სამი წლის შემდეგ მიხვდა, რომ არც მხატვრობა და არქიტექტორობა არ სურდა და სასწავლებელი დატოვა. ფამუქმა სწავლა სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო, 23 წლისამ გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო, ყველაფერს თავი მიანება, სახლში გამოიკეტა და წერა დაიწყო...