ლევან ბერძენიშვილი - ილიადა: რისხვა და შერიგება

18 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა ჟურნალ „არილის“ საქველმოქმედო აქცია, რომელზეც ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა ლექცია - ილიადა: რისხვა და შერიგება.

ლექციის პარალელურად გაიყიდა „არილის“ ძველი და ახალი ნომრები, მათ შორის ის ნომრები, რომლებშიც ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი "ილიადას" პირველი ოთხი სიმღერაა გამოქვეყნებული.  მიღებული შემოსავალი მთლიანად ჟურნალის ბეჭდვის ხარჯებს მოხმარდება.