გაბრიელ გარსია მარკესის არქივი ოსტინის უნივერსიტეტმა შეიძინა

კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის უნიკალური არქივი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის უნივერსიტეტმა შეიძინა. 

დოკუმენტებს შორისაა: "მარტოობის ასი წელიწადის" ხელნაწერი, ორი ათასზე მეტი წერილი, მათ შორის გაბრიელ გარსია მარკესის მიმოწერა გრემ გრინთან და კარლოს ფუენტესთან, ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე კოლუმბიელი მწერლის მიერ წარმოთქმული სიტყვის ხელნაწერი, მარკესის პირადი საბეჭდი მანქანა, კომპიუტერი და 40-ზე მეტი ფოტოალბომი.

ოსტინის უნივერსიტეტსა და მარკესის ოჯახს შორის გარიგებას კოლუმბიის კულტურის მინისტრმა სამწუხარო ფაქტი უწოდა. მარია გარსესის თქმით, ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა. მარკესის ოჯახის წევრები კი აცხადბენ, რომ სახელწმიფოს მწერლის არქივის შეძენის თხოვნით მათთვის არ მიუმართავს.

გაბრიელ გარსია მარკესი აპრილში მექსიკაში გარადიცვალა.

წყარო - theguardian.com