Wednesday, August 5, 2015

პაბლო პიკასოს ნახატს ესპანეთში დააბრუნებენ

ფრანგმა მებაჟეებმა კორსიკის პორტში პაბლო პიკასოს ნახატის კონფისკაცია მოახდინეს.

25 მილიონ ევროდ შეფასებული, 1906 წელს შესრულებული - „ახალგაზრდა ქალის თავი“ ესპანელ ბანკირ ჯეიმი ბოტინს ეკუთვნის, რომელიც ნახატის გატანას შვეიცარიაში ცდილობდა.

ტილო ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა და ნამუშევრის ქვეყნიდან გატანა აკრძალულია, შესაბამისად, ფრანგი სამართალდამცავები ნახატს ესპანეთში დააბრუნებენ. 

წყარო - euronews.com