პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტჯერ წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება...

გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.

***

პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტჯერ წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება და ოცდათორმეტჯერვე დამარცხდა. ჩვიდმეტი ქალისგან ჩვიდმეტი ვაჟიშვილი შეეძინა და ჩვიდმეტივე ერთ ღამეს მოუკლეს, უფროსი ოცდათხუთმეტი წლისა მოკვდა.

თვითონ აურელიანოს თოთხმეტჯერ დაესხნენ თავს მოსაკლავად და გადარჩა, სამოცდაცამეტჯერ ჩაუსაფრდნენ და კიდევ გადარჩა, დახვრეტაც აიცდინა და ერთხელაც იმდენი ქინაქინა ჩაუყარეს ყავაში, ცხენს რომ გააფრთხობინებდა სულს, მაგრამ აურელიანო გადარჩა, მან უარი თქვა რესპუბლიკის პრეზიდენტის ნაბოძებ ორდენზე. იგი გახდა რევოლუციური ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო მსაჯული. ქვეყანაზე არ მოიძებნებოდა კაცი, ვისაც ასე შინებოდა მთავრობას.

***

„ცუდია, როცა სულ არ იცი, რისთვის იბრძვი, ან როცა ისეთი რაღცისთვის იბრძვი, რაც არავის არაფრად სჭირდება“.