ალბერ კამიუ - როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო
„როდესაც რამე უნდა შემემთხვეს, მირჩევნია, მზად ვიყო“, - ალბერ კამიუ - „უცხო“
1960 წლის 4 იანვრის შუადღეს, ბურგუნდიაში, Facel-Vega-ს მარკის სპორტული ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა და ხეს დაეჯახა.
მძღოლის, გამომცემელ მიშელ გალიმარდის გვერდით ფრანგი მწერალი - ალბერ კამიუ იჯდა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულების მანქანიდან გადმოყვანას საათები დასჭირდა. ჭრილობებისაგან გალიმარდი რამდენიმე დღეში დაიღუპა.
მისი მეუღლე და ქალიშვილი უვნებლად გადარჩნენ.