რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ედგარ დეგა და ედუარდ მანე?!

ედგარ დეგამ თვისი მეგობრისა და მასწავლებლის პატივსაცემად, „ბატონი და ქალბატონი მანეები“ დახატა.

ედგარ დეგა - ბატონი და ქალბატონი მანეები
მანეს, რომელსაც დეგამ ეს სურათი აჩუქა, მეუღლის პორტრეტი არ მოეწონა, დანა აიღო და სურათს მოზრდილი ნაწილი ჩამოაჭრა.

ედუარდ მანე - ნატურმორტი ქლიავებით
შეურაცხყოფილმა დეგამ მანეს მისი სურათი - „ნატურმორტი ქლიავებით“ დაუბრუნა, რამაც რამდენიმე დღის შემდეგ სინანული მოჰგვარა.

კაფე „გერბუას“ მუდმივი სტუმრების ჩარევის შემდეგ, ორ მხატვარს შორის მეგობრული ურთიერთობა მალევე აღდგა.