Header Ads

test

ურბანული კვლევის ცენტრი • Urban Research Center

ქართული მედიასივრცე ძირითადად პოლიტიკური დღის წესრიგითაა  გაჯერებული, რომელიც ადგილს არ ტოვებს, ერთი შეხედვით, თითქოს უჩინარი, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანებისთვის საინტერესო თემებისთვის:

როგორი იყო და როგორია ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ? რას ნიშნავდა უწინ და რას ნიშნავს დღეს იყო თანამედროვე ქალაქის მცხოვრები? როგორ ვითარდებოდა ურბანული კულტურა? სად მდებარეობს და რამდენად დაცულია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა? როგორ ვექცევით ქალაქის მთავარ არტერიას - მდინარეს? რამდენად მიმზიდველია ქალაქი კულტურულ-რეკრაციული თვალსაზრისით? და ა.შ. 

ამასთანავე, ურბანული კვლევის ცენტრი არაერთ საინტერესო, შემეცნებით მასალას და გადაცემას შემოგთავაზებთ ძველი თბილისისა და თანამედროვე ქალაქის შესახებ.

ეს მცირე ჩამონათვალია საკითხებისა, რომლებსაც ურბანული კვლევის ცენტრი • Urban Research Center აშუქებს.