Posts

Showing posts from October, 2010

ერნესტ ჰემინგუეი - კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი

Image
_ სხვაზედაც უნდა იფიქრო. _ მადლობა ღმერთს, ჩემი დღე და მოსწრება მეტი არაფერი მიკეთებია. _ ასეა ხოლმე, რაც ჩემთვის სულ ერთია, შენთვის არ არის სულერთი. მორჩა, ვეღარასოდეს დაწერს იმას, რასაც ამდენი ხანი ელოლიავებოდა და მხოლოდ დროსღა უცდიდა, რათა უფრო ხეირიანად გასცნობოდა და კარგად დაეწერა. სამაგიეროდ მარცხსაც არ გამოსცდის. იქნებ სულაც არა ხარ ამის დამწერი და ამიტომაც სდებ და სდებ ვერა და ვერ გაგიბედავს დაწყება. ვინ იცის. _ რას ამბობ, ჰარი? სულ დაკარგე ჭკუა?! _ არა. რაც არ მქონია, რას დავკარგავდი! _ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ ტრაბახს. ქალს შეხედა და ნახა, რომ ტიროდა. _ მოიხედე,უთხრა მან,შენ გგონია, მე მსიამოვნებს! თვითონაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას. სხვასა კლავ, რომ საკუთარი სიცოცხლე შეიგრძნო, ალბათ, ეს არის მიზეზი. როცა ლაპარაკი დავიწყეთ, არავითარი ცუდი განზრახვა არა მქონია. ახლა კი ლამის გავცოფდე და შენც ასე გაწამებ. ახლაც ჩვეულებრივ იცრუა. ეს აჭმევდა პურს. ცრუობდა, ცრუობდა, ეს კიდევ არაფერი, უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ სიმართლე აღარც ჰქონდა სათქმელ...

ჟან-მიშელ ბასკია

Image
ჟ ან-მიშელ ბასკია - ამერიკელი მხატვარი, დაიბადა 1960 წელს ნიუ იორკში. გარდაიცვალა ჰეროინის გადაჭარბებული დოზით 27 წლის ასაკში. დედა – მატილდა ბასკია, წარმოშობით პუერტო-რიკოელი ქალი ბრუკლინიდან. მამა – ჟერარდ ბასკია, ემიგრანტი ჰაიტიდან. 11 წლის ასაკში ბასკია თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად, ესპანურად და ინგლისურად. შეეძლო კითხვა სამივე ენაზე. ადრეულ წლებში გამოავლინი ხატვის ნიჭი. შვიდი წლის ასაკში მისი მშობლები განქორწინდნენ. დედამისს რამდენჯერმე მწვავე მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზის (მელანქოლიური) შეტევები ჰქონდა. ამის გამო აუცილებელი გახდა დედისაგან ბავშვების მორიდება. ჟან მიშელი და მისი ორი და - ჯენინი და ლისანი გაიზარდნენ მამასთან - მიდვუდში, ბრუკლინის მახლობლად. ჟერარდი გალოთდა და ძალადობისაკენ გაუჩნდა მიდრეკილება. ამან ჟან მიშელის ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. 15 წლის ასაკში, მამისაგან თავის დასაღწევად - ბასკია სახლიდან გაიქცა, ვაშინგტონ სქუერ პარკში სკამებზე ეძინა და თავს ნარკოტიკებით ვაჭრობით, მათხოვრობით, მაისურების და სახლში დამზადებული საფოსტო მარკების გა...

მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანჩურა | ორი განაჩენი

Image
ჩანჩურა მართალია, ვიღაც-ვიღაცეები ყასბებს ხორცის სამაგიეროდ შავსა და თეთრს “ჟესტის” ნაჭრებს აძლევენ, მაგრამ მაინც საკვირველია, რად უნდათ ყასბებს ეს “ჟესტის” ნაჭრები? ჩანჩურას კარგად ახსოვს, რომ ერთხელ იმანაც იპოვნა ქუჩაში ასეთი თეთრი, მრგვალი ნაჭერი, მაგრამ მეპურე სიმონამ წაართვა და სამაგიეროდ თეთრი პურის დიდი ნაჭერი მისცა. ოჰ, ის თეთრი პური! მას აქეთ ჩანჩრას მისი გემო არ უნახავს. ჩანჩურა ყოველთვის შუა ქუჩაზე დადის.ამის გამო მეეტლეებისა და მედროგეებისაგან ყოველდღე მრავალი შოლტი ჰხვდება,მაგრამ ამას ჩანჩურა ყრადღებას არ აქცევს,რადგან,ალბათ,მას შოლტიც ისევე ესაჭიროება,როგორც ყასაბის მუშტები,პატარა ბიჭების სილები,პეტროვის მათრახი,მურას კბილები და არტუშას ათასნაირი ოინები. -ზოგჯერ არტუშა ჩანჩურას გრძელ კანაფს გამოაბავს ყელზე,ბაზარში დაჰყავს,ტაშს უკრავს და მღერის: -ჰაი მაიმუნ,მაიმუნ!ოინ მაიმუნ! ჩანჩურაც თამაშობს:ორივე ხელს მაგლა იშვერს და,და ერთ ადგილას ტრიალებს,პატარა ფეხებს აქეთ-იქით იქნევს და განუწყვეტლივ იღიმება. ჩანჩურას მტრების გარდა მეგობრებიცა ჰყავს.აი,მაგალითად,მე...

ჰარუკი მურაკამი - მოთხრობები

Image
მწვანე მხეცი ცხოველს ადამიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და თქვენც. იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე გული იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი! პეიზაჟი უთოთი - “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში… - კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე. - რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა კეისუკე. - ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან. - მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. შენ გგონია ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა? - ნაღდი ”სინგლ მოლტია”, ოცდაერთი წლის დაძველების. მუხის კასრი. შოტლანდიის სანაპიროს ტალ...

ჟაკ რეში

Image
ჟაკ რეში - 1946 წელს საფრანგეთში დაბადებული მხატვარი, რომელიც აფრიკაში გაიზარდა.  ხატვა ბავშვობაში დაიწყო. 4 წლის იყო, როდესაც დედამ მისი ნახატი კონკურსზე გაიტანა, სადაც გაიმარჯვა კიდეც. 7 წლის ასაკში ხატვის კურსებზე შეიყვანეს. რეში შეხვდა ცნობილ მხატვარსა და მასწავლებელს - რეიმონდ ბესილს, რომელმაც ხატვის კურსებზე სიარულის შეეწყვიტა ურჩია. მასწავლებლის აზრით ჟაკს უკვე ჰქონდა უდიდესი ნიჭი ხატვისა ამიტომაც, სხვა პროფესიის შესწავლა ურჩია. გაითვალისწინა რა ბესილის რჩევა, ფიზიკის და ქიმიის შესწავლასთან ერთად, პარალელურად ხატავდა კიდეც. 1981 წელს ცნობილ პარიზულ სალონში რეშის ნახატებიც გამოიფინა. მხატვარს მოგვიანებით შექმნილ ნახატებში წინა პლანზე აფრიკის თემაა წამოწეული. მის ნამუშევრებში იგრძნობა თანამედროვე ტექნიკის და მსოფლიო პოლიტიკის გავლენა. აღმერთებს Bosch-ის შემოქმედებას, რადგან Bosch-ი თავის ნამუშევრებში იყენებს სიზმრებს, რომელიც ადამიანური სულის თავგადასავალში ეხვევა, მის ნახატებში ეშმაკის მიერ ადამიანის სულის ცდუნებებს ასახავს. ფრანგი მხატვრის შემოქმედებაზე აშკარა...