ჟან-მიშელ ბასკია

ან-მიშელ ბასკია - ამერიკელი მხატვარი, დაიბადა 1960 წელს ნიუ იორკში. გარდაიცვალა ჰეროინის გადაჭარბებული დოზით 27 წლის ასაკში.

დედა – მატილდა ბასკია, წარმოშობით პუერტო-რიკოელი ქალი ბრუკლინიდან.

მამა – ჟერარდ ბასკია, ემიგრანტი ჰაიტიდან.

11 წლის ასაკში ბასკია თავისუფლად საუბრობდა ფრანგულად, ესპანურად და ინგლისურად. შეეძლო კითხვა სამივე ენაზე. ადრეულ წლებში გამოავლინი ხატვის ნიჭი.

შვიდი წლის ასაკში მისი მშობლები განქორწინდნენ. დედამისს რამდენჯერმე მწვავე მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზის (მელანქოლიური) შეტევები ჰქონდა. ამის გამო აუცილებელი გახდა დედისაგან ბავშვების მორიდება.

ჟან მიშელი და მისი ორი და - ჯენინი და ლისანი გაიზარდნენ მამასთან - მიდვუდში, ბრუკლინის მახლობლად.

ჟერარდი გალოთდა და ძალადობისაკენ გაუჩნდა მიდრეკილება. ამან ჟან მიშელის ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედა.

15 წლის ასაკში, მამისაგან თავის დასაღწევად - ბასკია სახლიდან გაიქცა, ვაშინგტონ სქუერ პარკში სკამებზე ეძინა და თავს ნარკოტიკებით ვაჭრობით, მათხოვრობით, მაისურების და სახლში დამზადებული საფოსტო მარკების გაყიდვით ირჩენდა.

კარიერა

სკოლაში სწავლის პერიოდში, 17 წლის ასაკში, ბასკიამ და ალ დიაზმა დაიწყეს გრაფიტის ხატვა მანჰეტენის შენობებზე.

ბასკია ხელწერა იყო “სამო”.

1978 წელს “ვილიჯ ვოისში” გამოქვეყნდა სტატია ამ წარწერებზე. პროექტი “სამო” დასრულდა წარწერით “სამო მოკვდა”.

1978 წელს ბასკიამ მეგობრებთან დაიწყო ცხოვრება, რომლებთან ერთადაც ჯგუფ - “გრეის” აყალიბებს. უკრავს მანჰეტენის კლუბებში.

1980 წლის ივნისში ბასკია მონაწილეობას იღებს “ტაიმს სკვერის შოუში”, 1981 წელს პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი რენე რიჩარდი ჟურნალ არტფორუმში აქვეყნებს სტატიას “გაბრწყინებული ბავშვი”, რომელმაც ხელი შეუწყო ბასკიას საერთაშორისო კარიერას.

რამდენიმე წლის განმავლობაში ბასკია აგრძელებს საკუთარი ნაშრომების გამოფენას ნიუ-იორკში.
1982 წელს ბასკია რეგულარულად გამოიფინებოდა ჟულიან შნაბელეთან , და სხვა მხატვრებთან ერთად, რომლებსაც ხელოვნების კრიტიკოსებმა, კურატორებმა მალე ნეოექსპრესიონისტებად მონათლეს.


1982 წელს ბასკიამ ენდი უორჰოლი გაიცნო, რომელთან ერთადაც ქმნის ბევრ ერთობლივ ნამუშევარს. მათი ურთიერთობა უორჰოლის სიკვდილამდე – 1987 წლამდე გაგრძელდა.

1984 წელს ჟან მიშელის მეგობრები იწყებენ უცნაურობების შემჩნევას, რაც მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ბასკია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ქუჩის მხატვრებთან ცხოვრების პერიოდში გახდა.

1985 “ბასკია ნიუ იორკ ტაიმსის” ყდაზე გამოჩნდა.

მხატვრის შემოქმედება შეიძლება პირობითათ სამ პერიოდად დაიყოს.

ადრეულ პერიოდში 1980 დან 82 წლამდე ის ხშირად ჩონჩხებსა და ნიღბის მსგავს სახეებს ხატავს, რითაც ავლენს უჩვეულო ინტერესს სიკვიდილისადმი.

სხვა ხშირად გამეორებული ნიმუშები: მანქანები, შენობები, პოლიცია, ბავშვთა თამაშები ტროტუარზე და გრაფფიტი, მისი გამოცდილება ქუჩის კედლებზე ხატვისა.

შუა პერიოდი 1982 დან 85 ის ჩათვლით ხასიათდება ჰაიტური ფესვების ინტერესით.

ბოლო პერიოდი 1985 დან 88 მდე გამოირჩევა ახალი მანერით და ნიმუშებით.

1996 წელს გამოვიდა რეჟისორ ჟულიან შნაბელის ფილმი “ბასკია”.

2002 წლამდე ბასკიას ნამუშევრებზე მაქსიმალური ფასი - 3, 302 500 დოლარი იყო.

2002 წლის 14 მაისს «Profit I» გამოიფინა აუქციონზე, სადაც -5,509,500 დოლარად გაიყიდა.

«Profit I»


2007 წლის მაისში, ბასკიას 1981 წლის უსახელო ნამუშევარი, აუქციონზე - 14,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.















Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში