Posts

Showing posts from November, 2010

მიგელ დე უნამუნო - ანტიპოლიტიკოსები

Image
კანარის კუნძულებზე რომ ვიყავი, წარმოიდგინეთ, ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, თუ რამდენად ხშირად და რანაირი კილოთი მეუბნებოდნენ ჩემი თანამოსაუბრეები: „უნდა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, რომ მე პოლიტიკოსი არ გახლავართ”. თან ამ სიტყვებს იმგვარად წარმოთქვამდნენ, თითქოს ან უთქმელი ბრალდებისაგან იცავდნენ თავს, ან კიდევ ჯერ ჩემი აზრი უნდოდათ გაეგოთ. ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა: „ისა? ის ხომ პოლიტიკოსია!“ იქ, კანარის კუნძულებზე, პოლიტიკოსებზე ჩვეულებრივად ისე ლაპარაკობენ, გეგონებათ, ისინი განსაკუთრებული ჯურისა თუ არა, ძალზე უსიამოვნო საქმეს შეჭიდებული ადამიანები იყვნენ. ბევრს, ბევრს კი არა, უმეტესობას, თავიც კი მოაქვს პოლიტიკისადმი გულგრილი დამოკიდებულებით. მე რომ მკითხოთ, ეს ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც კანარის კუნძულებზე ხდება. ამ უმშვენიერეს, მაგრამ არც იმდენად ბედნიერ ქვეყანაში, რისი ღირსიც არის სინამდვილეში. ეს ბოროტებაა სწორედ აქაც, ჩვენს ესპანეთში რომ გვტანჯავდა და დღემდე გვტანჯავს, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე გამოკეთების პირი გვიჩანს. ე.წ. ნეიტრალების, ამ საზიზღარი ნეიტრალების...

ვოლფგანგ ბორჰერტი - იესო ჩვენთან აღარაა | საათი, რომელიც სამზარეულოში ეკიდა

Image
იესო ჩვენთან აღარაა სამარე როგორც ყოველთვის საკმაოდ ვიწრო იყო, ისეთი ვიწრო, რომ მუხლებმოხრილი იწვა. ადგომის დროს ახლად დაკერებული ხელთათმანი შუათითზე კვლავ დახეულიყო. იქიდან გაყინული წითელი თითისწვერი მოჩანდა. იესომ შეხედა თავის ხელთათმანს და დანაღვლიანდა. მზე ხდიდა თოვლს ასე აუტანლად თეთრს. გროვა მიცვალებულების იყო. ისე დაგრეხილიყვნენ, დანაღვლიანებულიყვნენ, დაღვრანჭნილიყვნენ, თითქოს ველური ცეკვის რიტმს შეეპყროთ. იესომ ნიჩაბი ნელა და ფრთხილად მკვდრების გროვის გვერდითდადო. შეეძლო იქით დაგაეგდო კიდეც, ვეღარაფერს დაუშავებდა მათ, მაგრამ მან ნელა და ფრთხილად დადო, თითქოს არ უნდოდა რომელიმესთვის ხელი შეეშალა ან გაეღვიძებინა. მაინც რატომ ქვია იესო? გაიღრიჭა მეორე. ოჰ, არც ღირს საფიქრელად. მოხუცი ყოველთვის ასე ეძახის, იმიტომ რომ ის ასე სათუთია, ნაზი. საათი, რომელიც სამზარეულოში ეკიდა მართალია, სახე მობერებოდა, მაგრამ ოც წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო. თეფშივით მრგვალი, თეთრი საათის ციფრებს ნაზად უცაცუნებდა ხელს. დედაჩემი უეცრად დამადგებოდა თავზე - ფეხშიშველი, შალის ჟაკე...

ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა

Image
აფრას ბევრგან ჰქონდა დაკერებული ფქვილის ტომრის ნაჭრები და როცა დაახვევდნენ, იგი კაცს სამუდამოდ დამარცხებული ჯარის დროშას აგონებდა. ეს იარები ძველი იყო, როგორც დიდი ხნის უწყლო უდაბნოს დახეთქილი მიწა. მოხუცი ერთობ გულმართალი იყო და არ დაფიქრებულა იმაზე, როდის გახდა მოკრძალებული. მაგრამ იცოდა, რომ მოკრძალებას მისთვის არც სირცხვილი უჭმევია, არც ადამიანური ღირსება შეულახავს. უწინ კედელზე მისი ცოლის ფერადი ფოტოგრაფიული სურათიც ეკიდა, მაგრამ შემდეგ მოხუცმა სურათი შეინახა, რადგან მისი ყურება სევდას ჰგვრიდა. ახლა ფოტოსურათი თაროზე იდო, კუთხეში, სუფთა პერანგის ქვეშ. _ შეიძლება წავიღო სასროლი ბადე? _ რასაკვირველია! სინამდვილეში ბადე სადღა იყო; ბიჭს მშვენივრად ახსოვდა, როდის გაყიდეს იგი. მაგრამ ორივეს ისე ეჭირა თავი, თითქოს მოხუცს ბადე ისევ ჰქონდა. არც ერთი ჯამი ყვითელი ბრინჯი და თევზი ჰქონია, _ ბიჭმა ესეც იცოდა. ვცდილობ, ვალი არ ავიღო. სესხებიდან მათხოვრობამდე მოკლე მანძილია. მოხუცმა თვალები გაახილა და რამდენიმე წამს თითქოს სადღაც ძალიან შორიდან ბრუნდებოდა. _ დიდი მწვრთნელი იყო, ...

ხალხური პოეზია - კითხულობს გოგი ხარაბაძე

Image

ერიკ - ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი

Image
ერთადერთი რაც ჩემი ჩექმების ფეხსცმლად ჩათვლის უფლებას მაძლევდა, არც მეტი, არც ნაკლები იყო ფაქტი, რომ ისინე ფეხზე მემოსა. ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი, ნუთუ შეიძლება მზის ახწერა? - შენც ებრაელი ხარ? - არა. მე ბელგიელი ვარ. - მეც ბელგიელი ვარ! - კი, შენც, მაგრამ მე ქრისტიანი ვარ. - ქრისტიანები, ეს ისინი, ვინც ებრაელების წინააღმდეგ არიან განწყობილნი? - ებალეთა წინააღმდეგ ნაცისტები არიან განწყობილნი. - ქრისტიანებს არ აპატიმრებენ? - არა. - ესეიგი იყო ქრისტიანი უკეთესია? - ვისთვის როგორ. მამის ცრემლებისაგან განსხვავებით, რომლებიც უხერხულობას მიქმნიდნენ, დედის ცრემლები გულს მტკენდა. აქამდე მე არასოდეს მომცემია საშუალება დავკვირვებოდი საღამოს ცას, რადგან ჩვენი ნახევრად სარდაფის ტიპის ბინიდან, მხოლოდ გამვლელთა ფეხსაცმელი, ძაღლები და პროდუქტის სავსე პაკეტები ჩანდა. - ჟოზეფ, მე მომიწია შენთვის გამემხილა ერთ-ერთი ჩემი საიდუმლო ქალური ხრიკებიდან. - რომელი? - შეუტიე, ნაცვლად იმისა, რომ თავი დაიცვა. თავის მართლების ნაცვლად ბრალი დასდე, მოკლედ უკბინე პირველმა და მწ...