Posts

Showing posts from May, 2011

ნოდარ დუმბაძე - მარადისობის კანონი

Image
გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა. გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით. ბავშვები ისე დაესივნენ ხურდას, როგორც დამშეული ბეღურები ხურდას. სიფხიზლე, სადღაც ჭრელი ბურთისავით გაუგორდა და მატარებლის ბორბლების საამო დაგადუგში დაეკარგა. ავადმყოფები ან მაშინ ხუმრობენ როდესაც კვდებიან და საშველს ვერ ხედავენ, ან მაშინ, როცა უკვე ყოჩაღად არიან. ორი კაცი ერთად სიკვდილს კი არა, ღმერთს წააქცევს თუ დაეტაკა. სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან შესაწირავის მიტანა. საიქიოს ერთი კარი აქვს მამაო და სწორედ ის კარი გვაბარია ექიმებს. ჯოჯოხეთი და სამოთხე, ეს უკვე ქვეგანყოფილებებია და სად გაგანაწილებს მაცხოვარი, მისი საქმეა. ხალხი სასწაულს ელოდა ჩემგან და იმიტომ გამცვალა ავაზაკში, ავაზაკისგან კი არაფერს ელოდა ხალ...

ვისენტე ბლასკო იბანესი - მენაგვე

Image
ქალაქის სასაფლაოს რომ გაუსწორდა, ნელეტი ქუდმოგლეჯილი გაიქცა, ვაითუ მკვდრებს უცბად საფლავებიდან წამოდგომა და დილის სიგრილეში გასეირნება მოუნდეთო. მეორე სართულის სამზარეულოში ნეტელს მოახლე ელოდებოდა, რომელსაც მისთვის მუდამ შემონახული ჰქონდა წინა დღის ნარჩენები. ადრე მათ კატას უნახავდნენ, ახლა ნეტელი ნთქავდა. ოთახებში ჯერ კიდევ არ დამჯდარიყო შეხუთულ ჰაერში დალაგების დროს ამდგარი მტვერი. სასადილო ოთახში ჩამოკიდებულ სურათზე ახალგაზრდა ქალი სევდიანად გამოიყურება, თითქოს გრძნობს, რომ დედობა ნაადრევ სიკვდილს უქადის. პატარა დავითი, რომელიც მზად იყო, ყველგან და ყოველთვის თავი დაეცვა, როგორც ეს ნამდვილ მამაკაცს შეშვენის, ამ გოლიათმა დააბნია - ასე ეშინია ღარიბს მართლმსაჯულებისა. ბიჭისთვის არ არსებობდა საზოგადოებრივი სხვადასხვაობა. ქვეყანა მისი წარმოდგენით - სოფლელებად და სენიორებად იყოფოდა. მარიეტა გაურბოდა ბავშვურ სიცელქესა და იმ უშუალო ბუნებრივ სიახლოვეს, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ახასიათებთ. გზის ორივე მხარეს გადაჭიმული ბოსტნები ყმაწვილი მენაგვის გამოჩენისას ...

მიგელ დე სერვანტესი - ორი მეგობარი

Image
დრო, რომლის მსახვრალ ხელს ვერავინ დაემალება, გეტყვის უფრო მეტს, ვიდრე თავად ვისურვებდი მეთქვა. დრო, ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ამხელს ჩვენი გულის ყველაზე ფარულ საიდუმლოებას. მღვდელი ვერ დაიცვა წმინდა წოდებამ, მონაზონი - განმარტოებამ, ბერიკაცი - საპატივცემულო ჭაღარამ, ჭაბუკი - ახალგაზრდულმა სიკასკასემ, ჩვილი ყრმა - სიწმინდემ და უმანკოებამ. ქალიშვილის სილამაზეს უზომო მოკრძალება უწევდა მეტოქეობას და რასაც ერთი აღვივებდა, მეორე მაშინვე ანელებდა; თუკი სილამაზე ზეცამდე ამაღლებდა, დარბაისლური მოკრძალება მიწას აახლოებდა. იმედი კვერთხია, რომელსაც ხან მაღლა ავყავართ, ხან უფსკრულისაკენ დაგვაქანებს. წარმოიდგინეთ, რა უნდა მეგრძნო, როდესაც კეთილგონიერება ერთის გაკეთებას მოითხოვდა, გრძნობა კი მაიძულებდა სხვა გზას გავყოლოდი. არც ერთ მოკვდავს არ ძალუძს იმ ავადმყოფობის განკურნება, რომელზეც არაფერი იცის და არც ვალდებულია იცოდეს. ყველაზე უბიწო ქალწულსაც კი, რომელიც თავის პატიოსნებას მკაცრად დარაჯობს, სწყურია იმის გაგება, რომ იგი უყვართ, ეს რწმენას მატებს მას. თუ იგი დარწმუნდება, რომ მასზე ...

შტეფან ცვაიგი - ლევ ტოლსტოი

Image
სიცოცხლის უკანასკნელ წელს, მეგობრებთან მშვიდად მჯდომ ტოლსტოისთან მსახურს წერილი შემოაქვს, მწერალი ხსნის და კითხულობს: ”არა, ლევ ნიკოლოზის ძევ, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანთა ურთიერთობა მარტოოდენ სიყვარულით შეიძლება გამოსწორდეს. ასე შეუძლიათ იმსჯელომ მხოლოდ კარგად აღზრდილმა და მუდამ მაძღარმა ადამიანებმა. მაგრამ რა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან შიმშილობს და მთელი სიცოცხლე ტირანების უღელ ქვეშ იტანჯება? ის იბრძოლებს მათთან და შეეცდება მონობიდან განთავისუფლდეს. და აი სწორედ თქვენი სიკვდილის წინ გეუბნებით, ლევ ნიკოლოზის ძევ, რომ მსოფლიო კიდევ ჩაიხრჩობა სისხლში და არაერთხელ დასცხებს და გაჟლეტს არა მხოლოდ ბატონებს, კაცებისა და ქალების განურჩევლად, არამედ მათ ბალღებსაც, რათა მათგანაც არ იწვნიოს სიავე. ვნანობ, რომ ვერ მოესწრებით ამ დროს, რათა თვალნათლივ დარწმუნდეთ თქვენს შეცდომაში. გისურვებთ ბედნიერ სიკვდილს.” არავინ იცის ვინ დაჭერა ეს ელჭექის მომასწავებელი წერილი - ტროცკი იყო ეს, ლენინი, თუ რომელიმე უცნობი რევოლუციონერი, მაგრამ შეიძლება იმ დროს ტოლსტოიმ უკვე იცოდა,...

ენცო კუკი - ტრანსავანგარდისტი ანკონადან

Image
ენცო კუკი - იტალიელი მხატვატვარი, დაიბადა 1949 წლის 14 ნოემბერს, ანკონას პროვინცია - მორო დალბაში.  არის იტალიური ტრანსავანგარდული მოძრაობის გამორჩეული წევრი - ფრანჩესკო კლემენტეს, მიმო პალადინოს, ნიკოლა დე მარიასა და სანდრო ჩიასთან ერთად. ტრანსავანგარდული მოძრაობა განსაკუთრებით პოპულარული 1980-იან წლებში იყო და წარმოადგენდა ნეო-ექსპრესიონიზმის ნაწილს. კუკის პირველი სერიოზული გამოფენა 1986 წელს, ნიუ იორკში - სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში შედგა. მისი ნამუშევრები ინახება - ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ასევე ლონდონში - ტეიტის მუზეუმსა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. ენცო კუკი ცხოვრობს და მოღვაწეობს - რომსა და ანკონაში.

ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 19/09/1916

Image
ძვირაფსო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები, მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება; ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის. შენ ამბობ, არც შენ განიჭებს არავითარ სიამოვნებას, ჩემ სახლში, ჩემი ოჯახის წევრებთან ჯდომა. რა თქმა უნდა, ამით შენ აზრს გამოთქვამ და სულ არ ითვალისწინებ, მახარებს თუ არა ეს. რასაკვირველია, შენგან საპირისპირო აზრის გაგება უფრო მესიამოვნებოდა. გთხოვ ამიხსნა, რაში მდგომარეობს შენთვის ეს უსიამოვნება. რა არის ამის მიზეზი. მართალია, ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ სიმართლის დადგენა მაინც ძნელია. იქნებ სჯობს, ხელახლა შევეცადოთ. ორიოდ სიტყვით რამენაერად ზუსტად აგიხწერ ჩემს მდგომარეობას. მე, როგორც ზედმიწევნით არათავისთავად ადამიანს, მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო მოთხოვნილება, ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო. სჯობს საკუთარი გზა ბოლომდე ბრმად, მარტომ განვლო, ვიდრე გარს მშობლიური ხროვა გეხვიოს და თავგზას გიბნევდეს. აქედან გამომდინარე, ყოველი სიტყვა, რაც ჩემი მშობლებისადმი მითქვამს, ან მათ უთქვამთ, ყოველგვარ ინტერესსაა მოკლებული ...

ფრედერიკ ბეგბედერი - ქალთა მჭვრეტელი,1

Image
ექსტაზი - კაიფში დაწერილი ნოველები ჩემი აზრით, პლაჟების ჰიმნი სერჟ გენსბურგის ”Sea, Sex and Sun” კი არ არის, არამედ - პატრიკ კუტენის ”მიყვარს გოგონების ცქერა”. დიდებული სიმღერაა: ”მიყვარს გოგონების ცქერა/ დასეირნობენ პლაჟზე/ მშვიდად იხდიან ტანზე”. ყოველთვის, როცა ქვიშაზე ვწვები, ჩამესმის ეს ოდა სექსუალურ უკმარისობაზე, ეს აპოლოგია ეროტიული სცენების ბალნეოლოგიურ ჭვრეტაზე. მახსენდება ის მრავალი, განმგმირავი ნაშუადღევი, მონოკინიში გამოწყობილი ოქროცურვილი ქალბატონების ცქერაში რომ გაილია, ბიდარში, ბიარიცსა და სენ - ტროპეზში, ისე, რომ მათი შებმა აზრადაც არ მომსვლია. დარწმუნებული ვარ, ამ მორცხვ თვალთვალში გატარებულმა საათებმა მაქცია ურცხვ სექსუალურ ავხორცად, რომელსაც ახლა წარმოვადგენ. ”სიცოცხლეს ნაზიარები/ დაბერილი მკერდი და / კითხვით სავსე თვალები: / ” ეს ყმაწვილი ვინ არის?” კუტენის სიმღერაში ძლიერი კრეშენდოა. იგი კარგად გამოხატავს უკონტროლო, გაუსაძლისი სილამაზის ალყაში მოქცეული, სიცხით გათანგული ჰეტეროსექსუალური დამსვენებლის აუტანელ უძლურებას. გოგონები დაკუნტრუშებენ, მწველ ქვ...

ფრედერიკ ბეგბედერი - როგორ გავხდე ვინმე ისეთი

Image
ექსტაზი - კაიფში დაწერილი ნოველები ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია. ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა after-shave-ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ კოკაინს ყრიან. გავიჭყიპე პასტისით და პროზაკით. არ მევასება მათი ბრაზილიური სერიალებიდან გადმოღებული თმის ვარცხნილობა. როგორ მოვედი აქამდე? აბა, მე რა ვიცი. პატარაობისას მეგონა, მთელი ცხოვრება წინ მქონდა. ახლა, ერთი დიდი ხეპრე ვარ, მძღოლი გამოძახებით, პარიზსა და მის გარეუბნებში. ჩემს ქვემოთ რივოლის ქუჩა მიედინება. მივუყვები მდიდრების სახლებს ტუილრის ბაღის გასწვრივ. ეს ბაღი სავსეა დაჩამიჩებული ტურფებით, რომლებსაც ტელე-წამყვანები ჟიმავენ ”რომეოს” კანაპეებზე. ჩემს უკან კლიენტი ქალი სიცილით სკდება , არ ვიცი , რა სისულელე უთხრა მისმა მუქკანიანმა ტიპმა “darling, ახალი ვეტფრინავი ვიყიდი ახალი გემისთვის,- თუ , ახალი გემი ვიყიდე ვეტფრინავისთვის? თუ ახალი თითფრინავი, აუზში 4X4-ით ვისრიალოთ?“. დედას გიტირებ, ახვარო. ჩაგაფსმევინებ. დავიღალე . აქსელერატორს ფეხს ისე ვაჭერ, ლამის მივაჭყლიტო. მანქანის სარკეში ვა...

კნუტ ჰამსუნი - შიმშილი

Image
იმ გალეულ, თითქოს მომღიმარ ასოებსაც ვარჩევდი, რომ იუწყებოდნენ - ”სუდარები მადამ ანდერსონთან, მთავარი შესასვლელიდან, მარჯვნივ”. ღამღამობით წინდებით ვიძინებდი, რომ დილამდე ოდნავ მაინც გამომშრალიყვნენ. გულში ნალოლიავებმა და შემდეგ გაცრუებულმა იმედმა, ახალ-ახალმა მცდელობამ, ყოველ ჯერზე რომ უშედეგოდ მთავრდებოდა, გაბედულება დამაკარგვინა. ტანსაცმელი იმდენად გამიცვდა, რომ დამქირავებლებს ჩემს წესიერებაში უკვე ეჭვიც კი ეპარებოდათ. ბოლოს აღარაფერი აღარ შემრჩა, სავარცხელიც კი; ან თუნდაც რამე წიგნი, რომლის კითხვითაც განსაკუთრებით სევდიან წუთებში ვინუგეშებდი თავს. რა საუცხოო დღეა, ცოტაოდენი რომ მეჭამა კიდეც! თანდათან დავწყნარდი და ისეთი ნუგეში ვიგრძენი, თითქოს უკანასკნელ ცრემლამდე მეტიროს. როდესაც მუშაობის დაწყება დავაპირე, აღმოჩნდა, რომ ფანქარი აღარ მქონდა - იმ მევახშესთან დამრჩა, ის ხომ ჟილეტის ჯიბეში მედო. სამნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება არ შეიქმნა მხოლოდ იმის გამო, რომ ჯიბეში ათერეიანი ფანქარი არ მქონდა! კაბის ღილებიც კი შეშინებული თვალებივით მიყურებდნენ. როგორი უდარდელ...